6 თებერვალს 60 წელი შესრულდა დიდი ბრიტანეთის ტახტზე ელისაბედ II-ის ასვლიდან. ელისაბედი, რომელმაც მამამისი, ჯორჯ VI, შეცვალა ტახტზე, ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე დიდხანს არის ტახტზე დედოფალ ვიქტორიას შემდეგ, რომელმაც 63 წელს იმეფა. დედოფლის ბრილიანტის იუბილესთან დაკავშირებით მთელი რიგი საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი.
ელისაბედ II ტახტზე ასვლის 60 წლისთავს ზეიმობს
11
დედოფალი და ჩარლზი ეპსომში დოღს უყურებენ 1992 წელს. ამ წელს, რომელსაც მან "annus horribilis" ("საშინელი წელი") უწოდა, მისი ორი უფროსი ვაჟი მეუღლეებს დაშორდა, ქალიშვილი ენი ოფიციალურად გაეყარა მეუღლეს და ვინძორის სასახლის ნაწილი ხანძარმ
12
დედოფლის უფროსი ვაჟი და მისი მემკვიდრე, პრინცი ჩარლზი დედას ხელზე ეამბორება. 2009 წელი.
13
დედოფალი (მარცხნივ) და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ თეტჩერი, ამ უკანასკნელის 70 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო სადილზე. ლონდონი, 1995 წელი.
14
დედოფალი ელისაბედ II გვირგვინს დებს ნიუ იორკში იმ ადგილზე, სადაც ალ-ყაიდის იერიშის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა 2011 წლის 11 სექტემბერს.
15
ცხენოსანი პოლიციელები ლონდონში, ბუკინგემის სასახლის წინ.
16
დედოფალი ელისაბედ II საფარველს ხდის საკუთარ ბიუსტს ლონდონში, ლორდთა პალატაში. 2009 წლის ოქტომბერი.
17
დედოფალი ეტლით ტოვებს ბუკინგემის სასახლეს და მიემართება პარლამენტის მორიგი სესიის ოფიციალურ გახსნაზე. 2010 წლის მაისი.
18
ელისაბედ მეორე და მისი მეუღლე, პრინცი ფილიპე, ლონდონის ვესტმინსტერის სასახლეში, პარლამენტის სესიის გახსნის ცერემონიაზე. 2010 წლის მაისი.
19
ელისაბედ მეორე და პრინცი ფილიპე გრენადიორთა გვარდიის მოსამსახურეებთან სამახსოვრო ფოტოს გადაღებისას, 2010 წელს.
20
ელისაბედ მეორე მისი სახელობის განახლებული საავადმყოფოს გახსნისას. 2001 წელი, ლონდონი.