Accessibility links

ბრიტანეთის კონსერვატიულმა პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა


ტერეზა მეი (მარცხნივ) და მისი მეუღლე ფილიპ მეი საარჩევნო უბანთან.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის კონსერვატიულმა პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა 8 ივნისის ვადამდელი არჩევნების შედეგად. რახან მმართველ პარტიას უმრავლესობა აღარ გააჩნია და არც რომელიმე სხვა პარტიას მოუპოვებია საკმარისი ხმები მთავრობის საკუთარი ძალების შესაქმნელად, ბრიტანეთს ახლა გაურკვეველი პოლიტიკური ვითარება და ბრექსიტზე, ანუ ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე, რთული მოლაპარაკებები მოელის. 8 ივნისის არჩევნებს უნდა გაერკვია, ვის ერგებოდა პარლამენტის 650 მანდატი. 9 ივნისის დილას გამოცხადებული შედეგებით, კონსერვატიულმა პარტიამა მოიპოვა 313, ხოლო ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამ - 260 მანდატი. ტერეზა მეის ზოგი თანაპარტიელი და ოპოზიციის წარმომადგენლები მოუწოდებენ, გადადგეს, მაგრამ ის ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩება და ბრიტანეთის სტაბილურობას უზრუნველყოფს: „როგორიც უნდა იყოს შედეგები, კონსერვატიული პარტია იზრუნებს იმაზე, რომ შევასრულოთ ჩვენი მოვალება სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რათა ყველამ, მთელმა ქვეყანამ შევძლოთ წინსვლა“, - განაცხადა ტერეზა მეიმ 9 ივნისის დილას ინგლისის ქალაქ მეიდენჰედში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG