Accessibility links

როდესაც ეგზიტპოლებმა 15 მარტს ჩატარებული არჩევნების შედეგები გამოაქვეყნეს, ცხადი გახდა, რომ ნიდერლანდმა უარი უთხრა გერტ ვილდერსის ულტრამემარჯვენე პოპულისტურ პარტიას და უპირატესობა მიანიჭა მემარჯვენე-ცენტრისტებს, რომლებმაც, მართალია, წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უარესი შედეგი აჩვენეს, მაგრამ ხმათა 31%-ით კოალიციის ფორმირების უფლება მოიპოვეს.

მოგვიანებით, ჰოლანდიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რაც 90 %-ზე მეტი ბიულეტენის გადათვლით მიღებულ შედეგს ემყარება, საბოლოოდ დადასტურდა, რომ მემარჯვენე-ცენტრისტებმა 15 მარტის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვეს და 33 მანდატი მიიღეს ქვეყნის 150-კაციან პარლამენტში, რაც პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ საერთაშორისო მნიშვნელობის მოვლენად შეაფასა:

მარკ რუტე
მარკ რუტე

„ეს არის ასევე ღამე, როდესაც ბრექსიტისა და ამერიკაში არჩევნების შემდეგ, ნიდერლანდმა უარი უთხრა ასეთ მანკიერ პოპულიზმს“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ, ნიდერლანდის მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის ლიდერმა.

ცხადია, „მანკიერ პოპულიზმში“ რუტემ იგულისხმა თავისი მთავარი მეტოქე, ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი გერტ ვილდერსი, რომლის პარტია თითქმის არჩევნების ბოლო წუთებამდე ითვლებოდა ლიდერად.

მაგრამ ბატონი რუტე ვერ მომიშორებს თავიდან. პატრიოტული გაზაფხული დაიწყო და ის გაგრძელდება. დავინახავ, დავჭირდები თუ არა პრემიერ-მინისტრს მე და ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტია“ რაიმე სახის მოლაპარაკებებში...

საბოლოო ჯამში, მთავარი პოპულისტური პარტია და მისი ლიდერი 15 მარტს არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდნენ, თუმცა ხუთი მანდატით გააუმჯობესეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და, ჯამში, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში 20-კაციანი ფრაქცია ეყოლებათ, რომელიც, ვილდერსის თქმით, თავსატეხს არ მოაკლებს მინისტრთა კაბინეტს:

„მაგრამ ბატონი რუტე ვერ მომიშორებს თავიდან. პატრიოტული გაზაფხული დაიწყო და ის გაგრძელდება. დავინახავ, დავჭირდები თუ არა პრემიერ-მინისტრს მე და ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტია“ რაიმე სახის მოლაპარაკებებში. და თუ ასეთი მოლაპარაკება არ შედგება, (რუტე) იოლად მაინც ვერ მომიშორებს თავიდან. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ უფრო მეტი, 19-20 კაცი, გვეყოლება პარლამენტში, რათა ჩამოვაყალიბოთ ძლიერი ოპოზიცია, რომელიც ყოველდღიურ პრობლემებს შეუქმნის მინისტრთა კაბინეტს“.

როგორც ჰოლანდიელი მიმომხილველები წერენ, გამორიცხული არ არის, რომ მარკ რუტეს კოალიციურ მთავრობაზე მოლაპარაკებები პოპულისტ გერტ ვილდერსთან მოუხდეს, მით უფრო, რომ საამისოდ პირველ ადგილზე გასულ პარტიას დიდი არჩევანი არა აქვს. 15 მარტის არჩევნებში მესამე-მეოთხე ადგილებზე გავიდნენ და, შესაბამისად, პარლამენტში 19-19 დეპუტატი ეყოლებათ ნიდერლანდის „ქრისტიან-დემოკრატიული მოწოდებისა“ და „დემოკრატ-ცენტრისტულ“ პარტიებს. რაც შეეხება რუტეს მთავარ კოალიციურ პარტნიორს, ნიდერლანდების ლეიბორისტულ პარტიას, მან 15 მარტის არჩევნებში ბევრად უარესი შედეგი აჩვენა, დაკარგა 29 მანდატი და ახლა მომავალ საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ 9 დეპუტატი ეყოლება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG