Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების შედეგები შიდა ქართლში


არჩევნები გორში
არჩევნები გორში

შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ხაშურში ჩატარდება მეორე ტური. მერობის კანდიდატებმა აქ 50-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს, მეორე ტურში კი მმართველი პარტიის კანდიდატი, მოქმედი გამგებელი გიორგი გურასპაშვილი 42 პროცენტით და დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე 18 პროცენტით გავიდნენ.

არჩევნების შედეგები შიდა ქართლში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:34 0:00
გადმოწერა

არჩევნების შედეგები შიდა ქართლში

შიდა ქართლში არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა

  • შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ხაშურში ჩატარდება არჩევნების მეორე ტური
  • კასპში მანუჩარ მერებაშვილმა გაიმარჯვა
  • გორში კონსტანტინე თავზარაშვილმა მოიპოვა ხმათა უმრავლესობა
  • ზაზა გულიაშვილი ქარელის მერი იქნება

რეგიონში ამომრჩევლის ყველაზე დაბალი აქტივობა სწორედ ხაშურში დაფიქსირდა და მხოლოდ 40 პროცენტს მიუახლოვდა. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი ამბობს, რომ ამომრჩეველს საკუთარი ნების გამოვლენა თავისუფლად შეეძლო და შედეგიც ასეთი დადგა. მისი თქმით, ის მეორე ტურს გამარჯვებით დაასრულებს.

მეორე ტურში გამარჯვების იმედი აქვს დამოუკიდებელ კანდიდატ რამაზ ნოზაძესაც. მისი აზრით, ხაშურელები უკვე გამოფხიზლდნენ და პირველ ტურში უარი უთხრეს „ქართული ოცნების“ მმართველობას.

კასპსა და გორში „ქართულ ოცნებას“ მერობის ახალი კანდიდატები ჰყავდა წარდგენილი, რომლებმაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. კასპში მანუჩარ მერებაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ახლა ის აღმასრულებელ ხალისუფლებაში გადაინაცვლებს.

გორშიც ახალი მერი საკრებულოდან მოდის. კონსტანტინე თავზარაშვილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა. მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ მოქმედი მერი და გამგებელი აღარ წარედგინა და მათ ნაცვლად კონსტანტინე თავზარაშვილი დაასახელა, რომელმაც ხმების 54 პროცენტზე მეტი მოიპოვა. იგი ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის.

არჩევნები გორში
არჩევნები გორში

ძველი გამგებელი დარჩა ქარელში. ზაზა გულიაშვილი ახლა ქარელის მერი იქნება. მან ხმების 65 პროცენტზე მეტი მიიღო. გულიაშვილი აცხადებს, რომ ამომრჩეველმა მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტები ასე დააფასა.

შიდა ქართლში არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. იყო პროცედურული დარღვევები და საოლქო კომისიები საჩივრების განხილვას შეუდგნენ, ხაშურში კი მეორე ტურისთვის მზადება უკვე დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG