აშშ მწუხარებას გამოთქვამს არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის გამო
აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 22 თებერვალს, დაკავების დროს, საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილით - ამის შესახებ 27 თებერვალს, ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰიზერ ნოიერტმა. მისი თქმით, სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახს. ჰიზერ ნოიერტმა ასევე, აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის, ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის დაკავების გამო. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ის მოწოდებაა, რომ ისინი თავისუფლად დაბრუნდნენ ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარეს და სრულად იყოს დადგენილი ტრაგიკული ინციდენტის გარემოებები. აშშ ყველა მხარეს კვლავ მოუწოდებს, შეთანხმდნენ დაზარალებულ რეგიონში ურთიერთნდობის და გამჭვირვალობის განმტკიცების დამატებით ზომებზე.
ეპიზოდები
-
მაისი 09, 2024
"პოლიციელები მეკითხებოდნენ, კიდევ გახვალ აქციაზე?"
-
მაისი 04, 2024
კაცები შავებში - ვინ დაესხა თავს აქციის მონაწილეებს
-
მაისი 02, 2024
სამი ჭრილობა აქციიდან - დავით თამაზაშვილის ამბავი
-
მაისი 02, 2024
როგორ დაარბიეს აქცია 30 აპრილის ღამით