2 მაისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ნიკა ბახსოლიანი, ახალგაზრდული ორგანიზაცია "დრონის" პროექტების მენეჯერი და ტრენერი. ორგანიზაცია ახალგაზრდებთან აქტიურად მუშაობს ადამიანის უფლებების საკითხებზე და პერიოდულად მართავს ტრეინინგებს სიძულვილის ენის წინააღმდეგ.
როგორ შეიძლება ვებრძოლოთ იმ ფობიებს, რომელთა ვერბალური გამოხატულებაც სიძულვილის ენაა, რა პოტენციალი აქვს არაფორმალური განათლების მეთოდებს სააზროვნო ჩარჩოს შექმნაში და საიდან იღებენ ახალგაზრდები ინფორმაციას ადამიანის უფლებების შესახებ - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.