Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგიაში დააკავეს ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ოთხი პირი


პატრული ბრიუსელში
პატრული ბრიუსელში

ბელგიის პროკურატურის განცხადებით, 27 მარტს ჩატარებული რეიდების შედეგად დაკავებულ იქნა 22 მარტს, ბრიუსელში მოწყობილ ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ოთხი პირი.

ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროს ერთ-ერთ სადგურში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაიღუპა 31 და დაიჭრა 270-მდე ადამიანი. პროკურატურის ცნობით, კვირას ბრიუსელსა და მის მახლობლად მდებარე ქალაქებში, დუფელსა და მეხელენში პოლიციამ 13 რეიდი მოაწყო და ცხრა პირი დაკითხა. მანამდე ბრალდება წაუყენეს აფეთქებების მოწყობაში ეჭვმიტანილ სამ პირს. პროკურატურაზე დაყრდნობით, ბელგიის მედია იუწყება, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, შესაძლოა, ის ეჭვმიტანილი იყოს, რომელმაც მიმალვა მოახერხა მას შემდეგ, რაც თავი აიფეთქა მისმა ორმა სავარაუდო თანამზრახველმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG