Accessibility links

კახეთის ყველა მუნიციპალიტეტმა 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. დადგინდა პრიორიტეტული სფეროებიც. შემცირებულია ადმინისტრაციული ხარჯები, თუმცა ოპოზიციას შენიშვნები სხვა მიმართულებით აქვს. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი ხალხის მოთხოვნებს არ უპასუხებს.

8 მილიონ 320 ათასი ლარით განისაზღვრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი, რომლის ხარჯვაც უკვე დაწყებულია. გამგებლის მოადგილე გიორგი ბოკერია ამბობს, რომ წელს 10 პროცენტით შეამცირეს ადმინისტრაციული ხარჯები. ბოკერიას თქმით, პრიორიტეტი ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებია. გამგებლის მოადგილე გვეუბნება, რომ ბიუჯეტის შემოსულობები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან მიმდინარე წელს რეგიონალური და მუნიციპალური განვითარების ფონდებიდან რამდენიმე პროექტის დაფინანსებას ელოდებიან.

please wait

No media source currently available

0:00 0:03:33 0:00
Direct link

2017 წლის ბიუჯეტის მიმართ შენიშვნები აქვს ოპოზიციას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი საკრებულოში ევა ლომთაძე ამბობს, რომ ბიუჯეტის დამტკიცების დროს მას უამრავი შეკითხვა ჰქონდა, მაგრამ გამგებელი სხდომას არ დაესწრო და ამ შეკითხვებზე კომპეტენტური პასუხები სხვა პირებისგან ვერ მიიღო. ლომთაძის შენიშვნები კი ეხება გამგებლის სარეზერვო ფონდს, სოციალურ მიმართულებას და არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირების დაფინანსებას.

2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს გურჯაანშიც. 10 მილიონ 500 18 ათასლარიან დოკუმენტში, როგორც საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ნატო გონგაძე გვეუბნება, პრიორიტეტი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მიანიჭეს, უფრო კონკრეტულად კი, გზების დაგება-მოვლა-პატრონობას. 2017-ში პრიორიტეტად გამოცხადდა, აგრეთვე, სოციალური სფერო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები. მუნიციპალიტეტის გამგეობაში გვითხრეს, რომ მიმდინარე წელს ადმინისტრაციული ხარჯები თითქმის 400 ათასი ლარით არის შემცირებული, თუმცა ეს მომხდარა შტატების ოპტიმიზაციის ან სახელფასო ფონდის შემცირების ხარჯზე.

2017 წლის ბიუჯეტი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში დაამტკიცეს, თუმცა, ისევე როგორც გასულ წლებში, ახლაც პროექტის დამტკიცების პროცესს საზოგადოების წარმომადგენლები ნაკლებად ესწრებოდნენ. კახეთში მოსახლეობის ნაწილს მიაჩნია, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი ხალხის ინტერესს ნაკლებად გამოხატავს, თუმცა სხვაგვარადაც ფიქრობენ.

კახეთის პირველმა პირებმა პრემიებსა და დანამატებზე უარი ვერც 2017 წელს თქვეს. საამისო თანხები ბიუჯეტში ყველა მუნიციპალიტეტს აქვს გაწერილი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG