Accessibility links

ოფიციალური სტატისტიკა გვამცნობს, რომ 2016 წლის მიწურული საქართველოს ეკონომიკისთვის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში ბევრად წარმატებული იყო, რასაც ცხადყოფს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ბიზნესსექტორის ბრუნვის მაჩვენებლები. ბიზნესსექტორის მოცულობა 2016 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15,3 %-ით გაიზარდა და 17,4 მილიარდი ლარი შეადგინა.

ბიზნესი საქართველოში 2016 წლის მიწურულს
please wait

No media source currently available

0:00 0:03:54 0:00
Direct link

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2016 წლის მეოთხე კვარტალში მისი მოცულობა 8,8 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 20.0 %-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი ბრუნვის 81,0 % მოდის მსხვილ ბიზნესზე, 9,4 % - საშუალო, ხოლო 9,6 % მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების მხრივ: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 79,0 %, საშუალოზე - 11,3 %, ხოლო მცირე ბიზნესზე - 9,7 %.
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2016 წლის მეოთხე კვარტალის განმავლობაში 13,0 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2,4 %-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 8,1 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11,7 %-ით მეტი).

გაზრდილია ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობაც: დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 620,8 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 6,2 %-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,7 % ქალია, ხოლო 59,3 % - კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 61,3 % მსხვილ ბიზნესზე მოდის, 16,6 % - საშუალო, ხოლო დარჩენილი 22,1 % - მცირე ბიზნესზე.

დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 584,9 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3,7 %-ით მეტი), საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე - 1997.6 მლნ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12,2 %-ით მეტი ). 2016 წლის მეოთხე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1130,4 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია 85,8 ლარით), მათ შორის, ქალების ხელფასმა შეადგინა 819.0 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 66,1 ლარით მეტი). საწარმოთა ზომის მიხედვით, საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1268,5 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1110.0 ლარი, მცირე ბიზნესი – 646,6 ლარი.

რაც შეეხება დარგობრივ განაწილებას: 2016 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის სტრუქტურაში 47,5 % მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი

მოხმარების საგნების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა - 11,0 %-იანი წილით. შემდეგ მოდის მშენებლობა - 9,8 %-იანი წილით და ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 8,7 %-იანი წილით, ხოლო დარჩენილი 23,0 % სხვა დარგებზე ნაწილდება.

რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: თბილისი – 73.9 %, აჭარის ა.რ. – 6.7 %, ქვემო ქართლი – 5.7 %, იმერეთი – 4.1 %, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.0 %. რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: თბილისი – 67.3 %, აჭარის ა.რ. – 8.0 %, ქვემო ქართლი – 7.7 %, იმერეთი – 4.8 %, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.9 %. ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეგიონებში არსებული ბიზნესი კვლავ ნაკლებ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მთლიანად საქართველოში წარმოებული ბიზნესის ფონზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG