XXXI ოლიმპიური თამაშების მესამე დღეს, 8 აგვისტოს, პირველი მედალი მოიპოვა საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა. 24 წლის გორელმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მესამე ადგილი დაიკავა 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში. ამ ფოტოგალერეაში, შავდათუაშვილის გარდა, შეხვდებით სხვა ცნობილსა თუ ნაკლებად ცნობილ სპორტსმენებსაც.