ამ ფოტოგალერეაში იხილავთ XXXI ოლიმპიური თამაშების მეათე დღეს, 15 აგვისტოს, გამართული ასპარეზობების საინტერესო და დასამახსოვრებელ მომენტებს.
ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები. დღე მეათე
11
უნგრეთის წყალბურთელ ქალთა ნაკრების მეკარემ ედინა განგლმა ეს-ეს არის , აშკარა გოლისგან იხსნა თავისი კარი.
12
უამინდობამ შეაფერხა "470"-იანთა კლასის შეჯიბრება აფროსნობაში - ნავები პორტში ბრუნდებიან.
13
60 კგ-მდე წონითი კატეგორიის მოკრივე ქალთა ორთაბრძოლა: ანასტასია ბელიაკოვა (რუსეთი)-მიკაელა მაიერი (აშშ).
14
მძლეოსანი ვაჟები 3000 მეტრზე რბენაში (წინაღობებით) ასპარეზობისას.
15
პოლონელმა უროს მტყორცნელმა ანიტა ვლოდარჩიკმა ოლიმპიურ "ოქროს" მსოფლიო რეკორდიც დაურთო.