Accessibility links

ბრიტანეთის ნორჩი ქართველი ფალავნები


ჩვენ ქართველი ძიუდოისტები ვართ, ქართული ძიუდო კი მსოფლიოში საუკეთესოაო, ამაყად ამბობენ ინგლისის დედაქალაქში მოქმედ კლუბ „ფალავნის“ ნორჩი წევრები. 5-დან 13-წლამდე ასაკის ქართველი ბავშვებით დაკომპლექტებული ჯგუფი ლონდონში უკვე მესამე წელია, ფუნქციონირებს. კლუბის დამაარსებელი და მთავარი მწვრთნელი ვეტერანი ძიუდოისტი ლევან გოგინაშვილია. ის ლონდონში მცხოვრებ 25-მდე ქართველ ბავშვს ავარჯიშებს და უკვე მათი წარმატებებითაც ამაყობს. „ლეოს ლომები“, როგორც „ფალავნის“ წევრებს ლონდონელი ქართველები უწოდებენ, ბრიტანეთის ასაკობრივ ტურნირებში თითქმის ყოველთვის საუკეთესოთა შორის არიან.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG