Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეის გემი სამხრეთ კორეის ტერიტორიულ წყლებში შევიდა


ინციდენტი მოხდა ფხენიანის მიერ წინა დღით შორ რადიუსზე მოქმედი რაკეტის გაშვების და ნახევარკუნძულზე ვითარების დაძაბვის ფონზე.
ინციდენტი მოხდა ფხენიანის მიერ წინა დღით შორ რადიუსზე მოქმედი რაკეტის გაშვების და ნახევარკუნძულზე ვითარების დაძაბვის ფონზე.

ჩრდილოეთი კორეის მიერ რაკეტის გაშვების შემდეგ, რასაც შეშფოთება მოჰყვა, სამხრეთ კორეამ გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა ჩრდილოეთი კორეის საპატრულო გემს, რომელიც მცირე ხნით შევიდა სამხრეთ კორეის ტერიტორიულ წყლებში. ინციდენტი მოხდა ფხენიანის მიერ წინა დღით შორ რადიუსზე მოქმედი რაკეტის გაშვების და ნახევარკუნძულზე ვითარების დაძაბვის ფონზე. გაშვებამ რაკეტისა, რომელმაც თანამგზავრი გაიყვანა კოსმოსში, შეშფოთება გაზარდა ფხენიანის ბირთვული პროგრამის გამო. სამხრეთი კორეა, იაპონია და აშშ რაკეტის გაშვებას განიხილავენ როგორც „რაკეტის გამოცდას“, რაც გაეროს არაერთი რეზოლუციის დარღვევას წარმოადგენს. 7 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭომ თავის საგანგებო შეხვედრაზე მკაცრად დაგმო რაკეტის გაშვება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG