13 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო "პროექტ არტბითის" დირექტორი, ნათია ბუკია, რომელმაც ისაუბრა ქართველი ხელოვანების ნამუშევრების საზღვარგარეთ გატანის გზებსა და მათი პოპულარიზაციის შესაძლებლობებზე. ერთი წლის წინ ნათია ბუკიამ, სალომე ვახანიამ და ნათია ჩხარტიშვილმა ქართული თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით "პროექტი არტბითი" და მოძრავი გალერეა შექმნეს. ონლაინ გალერეამ რამდენიმე ევროპულ არტბაზრობაზე უკვე მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ დიდი დაინტერესებაც მოყვა ხელოვნების კრიტიკოსების, კურატორების და კოლექციონერების მხრიდან.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.