აშშ-ის სენატმა, რომელიც ორი თვის განმავლობაში სწავლობდა უფლებადამცველების პრეტენზიებს, 7 მარტს ჯონ ბრენანი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორად დაამტკიცა. რას წარმოადგენს აშშ-ის მთავარი მზვერავი და რა პრეტენზიები ჰქონდათ მისი კანდიდატურის მიმართ ამერიკელ სენატორებსა და უფლებადამცველებს?
ვიდრე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებდა, ჯონ ბრენანი თეთრი სახლის მრჩეველი იყო კონტრტერორისტულ საკითხებში, პრეზიდენტ ბუშის დროს კი, 2004-2005 წლებში, ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში ეროვნულ კონტრტერორისტულ ცენტრს ედგა სათავეში. სწორედ ბრენანს მიიჩნევენ აშშ-ის იმ საჰაერო პროგრამის მთავარ ავტორად, რომელსაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ტერორისტების მოსაძებნად და დასახოცად მიმართავს. ბრენანმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ალ-ყაიდის ქსელის განადგურებაში, მანვე ურჩია პრეზიდენტ ბარაკ ობამას 2011 წლის მაისში განეხორციელებინა საჰაერო დარტყმა ოსამა ბინ ლადენის პაკისტანის შტაბბინაზე. „ვაშინგტონის პოსტის“ თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი „სავსებით ენდობა“ ჯონ ბრენანს, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში „ეროვნული უსაფრთხოების ყველა პრობლემის გადაწყვეტაში“ ღებულობდა მონაწილეობას.
ბრენანი იყო ადმინისტრაციის წარმომადგენელი პირველი ოფიციალური პირი, რომელმაც საჯაროდ აღიარა უპილოტო თვითმფრინავების გამოყენება ტერორისტების დასახოცად. ასეთი განცხადებით გამოვიდა ის მაისში:
„მოდით, მაქსიმალურად მარტივად გეტყვით: დიახ, კანონის სრული დაცვით, აშშ-ის ტერორისტების თავდასხმებისგან დაცვის მიზნით და ამერიკელების სიცოცხლის გადასარჩენად, აშშ-ის მთავრობა აწარმოებს მიზანმიმართულ თავდასხმებს ალ-ყაიდის კონკრეტული ტერორისტების წინააღმდეგ. ზოგჯერ საამისოდ დისტანციურად მართული საჰაერო ხომალდები გამოიყენება, რომლებსაც ხშირად „დრონებს“ უწოდებენ ხოლმე“.
ობამას ადმინისტრაციაში მუშაობისას ბრენანი ხელმძღვანელობდა იმ ახალი სტრატეგიის შემუშავებას, რომლის თანახმადაც, ტერორისტების განადგურების სახმელეთო ოპერაციისა და სხვა ტრადიციული მეთოდების პარალელურად, უფრო აქტიურად დაინერგა და გაფართოვდა უპილოტო თვითმფრინავების გამოყენების გეოგრაფია პაკისტანში, იემენსა და სომალიში. ამასთან, სწორედ ბრენანის დამსახურებაა, რომ, მიუხედავად სადაზვერვო უწყების წარმომადგენელთა წინააღმდეგობისა, „დრონების“ პროგრამაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა სამხედროებზე გადავიდა, დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს კი მხოლოდ სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება დაეკისრა.
როდესაც 8 იანვარს ბარაკ ობამამ ჯონ ბრენანის კანდიდატურა წარადგინა ქვეყნის მთავარი სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელის პოსტზე, ამ ნაბიჯის ირგვლივ კითხვები და პროტესტი გაუჩნდათ უფლებადამცველებს და ომის მოწინააღმდეგე ჯგუფებს. ამის მიზეზია მისი როლი უპილოტო თვითმფრინავების პროგრამაში და ასევე ის ფაქტი, რომ წარსულში ბრენანი გამოდიოდა დაკითხვის გაფართოებული და გამკაცრებული მეთოდებისა და ეჭვმიტანილთა გადაცემის საიდუმლო პროგრამის მომხრედ.
თუმცა თავად პრეზიდენტი ბარაკ ობამა მაღალი აზრისაა კონტრტერორიზმის სფეროში თავის მთავარ მრჩეველზე, რომელიც თეთრ სახლში დაზვერვის, თავდაცვისა და სამართალდამცველი ძალების საქმიანობას კურირებდა:
„კამათისა და გადაწყვეტილების მიღების დროს ჯონ ბრენანი სვამს რთულ კითხვებს და მოითხოვს მაღალ და ზუსტ სტანდარტებს. იგი ხშირად ესაუბრება ამერიკელ ხალხს ჩვენს ანტიტერორისტულ პოლიტიკაზე, რადგან ბრენანს გაცნობიერებული აქვს ჩვენი პასუხისმგებლობა, ვიყოთ რაც შეიძლება ღია და გამჭვირვალე“.
აღსანიშნავია, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე ბრენანის დანიშვნა ობამას ჯერ კიდევ 2008 წელს სურდა, თუმცა ბუშის ადმინისტრაციაში ბრენანის მიერ შესრულებული როლის გამო მისი გადაწყვეტილება ბევრმა გააპროტესტა და პრეზიდენტმა მაშინ უარი თქვა ამ კანდიდატის წარდგენაზე. ჯონ ბრენანი წარმოშობით ნიუ ჯერსიდანაა. მას პოლიტიკის სფეროში ბაკალავრის, ხოლო სახელმწიფო მართვის საკითხებში მაგისტრის ხარისხი აქვს მოპოვებული ტეხასის უნივერსიტეტში. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი სრულყოფილად ფლობს არაბულს. მას ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

კამათისა და გადაწყვეტილების მიღების დროს ჯონ ბრენანი სვამს რთულ კითხვებს და მოითხოვს მაღალ და ზუსტ სტანდარტებს. იგი ხშირად ესაუბრება ამერიკელ ხალხს ჩვენს ანტიტერორისტულ პოლიტიკაზე...ბარაკ ობამა