Accessibility links

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი გადადგა


ალექსის ციპრასი

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი გადადგა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადა. მან ასევე თქვა, რომ მონაწილეობას მიიღებს სექტემბერში დანიშნულ არჩევნებში. ციპრასმა განაცხადა: "პოლიტიკური მანდატი, რომელიც 25 იანვრის არჩევნებზე მივიღე, ამოწურულია და ბერძენმა ხალხმა ხელახლა უნდა გააკეთოს არჩევანიო“. კომენტატორების აზრით, ციპრასის მიზანია საკუთარ გუნდში იმ მოწინააღმდეგეების ხმების ჩახშობა, რომლებიც ევროკავშირის დახმარების პროგრამის პირობებს არ ეთანხმებიან.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG