პოლონეთსა და უკრაინაში მიმდინარე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე უკვე რამდენიმეჯერ მოხდა შეტაკებები სხვადასხვა ქვეყნის ქომაგებს შორის. ასე იყო 12 ივნისს ვარშავაშიც, პოლონეთისა და რუსეთის ეროვნული გუნდების მატჩის დაწყებამდე. შეხლა-შემოხლის შედეგად 15 პირი დაშავდა, ხოლო 140-ზე მეტი ქომაგი პოლიციამ დააკავა. თავად შეხვედრა დამთავრდა ფრედ - 1:1.
ვარშავაში მოხდა შეტაკებები რუსსა და პოლონელ გულშემატკივრებს შორის
1
პოლიციელები საშუალებას არ აძლევენ პოლონელ გულშემატკივარს, მიუახლოვდეს რუსი ქომაგების კოლონას, რომელიც ვარშავის ეროვნული სტადიონისკენ მიემართება.
2
პოლონელ დემონსტრანტებს ხელში უჭირავთ სტალინის პლაკატი წარწერით: "რუსებო და პოლონელებო, გახსოვდეთ, ვინ არის მკვლელი!"
3
ფეხბურთის ქომაგები სცემენ პოლონელ ჟურნალისტს (მარჯვნიდან მეორე).
4
პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები რეზინის ტყვიებს ესვრიან დაპირისპირებულ პოლონელსა და რუს გულშემატკივრებს.
5
ამ პოლონელ ქომაგს რეზინის ტყვია მოხვდა.
6
პოლიციის შენაერთებს ხელკეტების გამოყენებაც მოუხდათ.
7
ექიმები სამედიცინო დახმარებას უწევენ რუს გულშემატკივრებთან შეტაკების შედეგად დაშავებულ პოლონელ ქომაგს.
8
პოლიციელებმა ხელბორკილები დაადეს შეტაკებების მონაწილე რამდენიმე გულშემატკივარს.
9
პოლონელი და რუსი ქომაგების შეტაკება ვარშავის ეროვნული სტადიონის მისადგომებთან.
10
პოლიცია ცდილობს, დააშორიშოროს პოლონელი და რუსი გულშემატკივრები.