Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის ანექსია, ქართული სინერგია და კარასინის გამოძახილი


ვლადიმირ პუტინი და რაულ ხაჯიმბა
ვლადიმირ პუტინი და რაულ ხაჯიმბა

საქართველოში გადაიარა საპროტესტო ტალღამ და პირველმა ემოციურმა შეფასებებმა, რაც მოსკოვსა და სოხუმს შორის ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას“ მოჰყვა. ამიტომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, უფრო მშვიდ გარემოში და რამდენიმე კუთხით შევხედოთ ამ ახალ გამოწვევას. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს საერთაშორისო საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველომ შექმნილ ვითარებაში ანტიანექსიურ პოლიტიკაზე უნდა იფიქროს. გადაცემის მეორე ნაწილში კი რადიო თავისუფლების შეკითხვებს უპასუხებს პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, რომელიც ფიქრობს, რომ აფხაზური საზოგადოების ნაწილის „საპროტესტო ენერგია საქართველომ უნდა აქციოს სინერგიად რუსეთის წინააღმდეგ“. სულ ბოლო ბლოკში კი შემოგთავაზებთ ექსკლუზიურ ინტერვიუს გრიგორი კარასინთან, რომელიც ფიქრობს, რომ აფხაზეთის ანექსიაზე საუბარი, ეს „ავადმყოფური წარმოსახვის“ შედეგია.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG