Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ მაისაია: ეჭვები თავად ხელისუფლების ნაჩქარევმა ვერსიებმა წარმოშვა


ვახტანგ მაისაია
ვახტანგ მაისაია

2010 წლის შემოდგომაზე „ენვერის“ ჯაშუშთა გახმაურებულ საქმესა და 2012 წლის აგვისტოს ლაფანყურის სისხლიან სპეცოპერაციას 22 აგვისტოს კონტრდაზვერვის მიერ აღკვეთილი ტერაქტის მცდელობა დაემატა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტერორისტული აქტის სამიზნეს წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენი, რომლითაც რუსეთის ბუნებრივი აირი სომხეთს მიეწოდება, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ საზოგადოების ნაწილი, რომელიც ხელისუფლებისგან მეტ უსაფრთხოებას მოითხოვს, ოფიციალური ვერსიის მიმართ ამჯერადაც გარკვეული უნდობლობით განიმსჭვალა. იმის შსახებ, თუ რა ასაზრდოებს საზოგადოების სკეპტიციზმს, მსჯელობს დამოუკიდებელი სამხედრო მიმომხილველი ვახტანგ მაისაია, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ჯაშუშობისათვის იხდიდა სასჯელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი საპატიმროდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG