Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტარიელ ლონდარიძე: თავდაცვის სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშები ბევრ შეკითხვას ტოვებენ


ტარიელ ლონდარიძე
ტარიელ ლონდარიძე

საქართველოში „ძალოვანი უწყებების“ ანგარიშების კვირეული დაიწყო. სამშაბათს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წინაშე ანგარიშით წარდგა თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელმაც რუსეთს „აგრესორი“ უწოდა, ბევრი ილაპარაკა „რუსეთთან ომის გაკვეთილებზე“ და პირობა დადო, რომ მისგან უახლოეს ხანში პარლამენტარები სიტყვა „რეორგანიზებას“ ვეღარ გაიგონებენ. ხუთშაბათს კი საკანონმდებლო ორგანოს მთელი წლის ანგარიშს წარუდგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის მიერ მომზადებული მოხსენება ცხადყოფს, რომ „უცხო ქვეყნის“ სპეცსამსახურების ინტერესების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს კვლავ შეიარაღებული ძალები წარმოადგენს, რომლის კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფის მიზნით, ქართული სპეცსამსახურების 99 პირის მიმართ ატარებენ „ოპერატიულ ღონისძიებას“. იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი და რამდენად უპასუხებს საქართველოს უსაფრთხოება და თავდაცვა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს, საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს თადარიგის პოლკოვნიკი ტარიელ ლონდარიძე, საქართველოს 2012-2016 წლების მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG