Accessibility links

ლევან ალაფიშვილი: ლუჟკოვმა თავზე გადაგვახია ჩვენი ქვეყნის კანონი


ლევან ალაფიშვილი

მოსკოვის ყოფილმა მერმა თავისი ვიზიტით და მერე სკანდალური განცხადებებით საქართველოს მოქალაქეებს „თავზე გადაახია“ ქვეყნის კანონი, რის საშუალებაც, იურისტ ლევან ალაფიშვილის თქმით, იური ლუჟკოვს საქართველოს ხელისუფლების „უსუსურობამ“ მისცა. მოსკოვის ყოფილმა მერმა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში არაერთხელ არის ნამყოფი, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის გვერდის ავლით, მაისის დასაწყისში საქართველოში შეუფერხებლად იმოგზაურა და სკანდალური პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. „საქართველო, ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს“, - განაცხადა 8 მაისს იური ლუჟკოვმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტთან საუბარში. ექსპერტების შეფასებით, ლუჟკოვის ტურისტული ვოიაჟიც საქართველოში და მისი განცხადებებიც აშკარად იმ „საინფორმაციო დივერსიისა“ და „რბილი ძალის“ დემონსტრირებაა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ერთსულოვნად უწოდებს ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG