Accessibility links

დაიჭირე კარლოსი: ვინ ითამაშა დისპეტჩერის როლი უკრაინაში ჩამოგდებული MH17-ის საქმეში


ადგილი, სადაც MH17 ჩამოვარდა

2014 წლის დასაწყისში, როცა უკრაინაში პრორუს სეპარატისტებთან კონფლიქტი უკვე ომში იყო გადაზრდილი, რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებულმა ტელეარხმა Russia Today-მ (ესპანურენოვანმა ბიურომ) სტუდიაში კრიზისზე სასაუბროდ სტუმარი მოიწვია.

ავიადისპეტჩერი: რუსულმა წყაროებმა 48 000$ გადამიხადეს

  • საბოლოოდ გაირკვა, რომ კარლოსის სახელით ცნობილი ადამიანი სინამდვილეში ხოსე კარლოს ბარიოს სანჩესია. ის ავიადისპეტჩერად მუშაობდა ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთში, ალკორკონის აეროპორტში.
  • ჟურნალისტებთან საუბრის დროს სანჩესმა განაცხადა, რომ რუსულმა წყაროებმა 48 000$ გადაუხადეს იმაში, რომ „ესპანელ ავიადისპეტჩერ კარლოსად“ ქცეულიყო.
  • Russia Today უარყოფს მისთვის თანხის გადახდას, თუმცა სანჩესი აცხადებს, რომ აქვს ყველა ის მტკიცებულება, რომელიც @spainbuca-ს ანგარიშთან რუსულ კავშირებს დაადასტურებს.

30-40 წლის ესპანელი მამაკაცი ტელეარხმა წარადგინა როგორც „კარლოსი“. მათი თქმით, თანამოსაუბრე, უკვე 5 წელი იყო, კიევში ავიადისპეტჩერად მუშაობდა. ის ინტერვიუზე ანონიმურობის დაცვით დათანხმდა და მისი სახე დაფარული იყო.

კარლოსი ჰყვებოდა, რომ ის უკრაინიდან გამოიქცა მას მერე, რაც ევრომაიდნის მხარდამჭერებმა მისი მისამართით სოციალურ ქსელებში მუქარა დაიწყეს. იმ ხანებში, საპროტესტო აქციების შემდეგ, პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ახალი გაქცეული იყო ქვეყნიდან. Russia Today-ს მასალაში მითითებული იყო ტვიტერის ანგარიში, მფლობელის სახელით @spainbuca.

როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ყველაფერი კარგად მოფიქრებული ტყუილი იყო. ზუსტად 2 თვის შემდეგ ტვიტერის მითითებულმა ანგარიშმა ყველაზე გახმაურებული ყალბი ინფორმაცია გაავრცელა.

2014 წლის 17 ივლისს უკრაინაში, პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ჩამოვარდა მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ლაინერი MH17. ბორტზე 298 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ყველა დაიღუპა. ტრაგედიიდან ძალიან მალე @spainbuca-მ გაავრცელა ინფორმაცია, საიდანაც ჩანდა, რომ ის მოვლენებს კიევის ბორისპოლის აეროპორტში დისპეტჩერის პოსტიდან ადევნებდა თვალს და ამტკიცებდა, თვითმფრინავი უკრაინამ ჩამოაგდო და ახლა კვალის წაშლას ცდილობსო.

ერთ-ერთი განცხადება კი განსაკუთრებით სწრაფად მოედო ტვიტერს და ის რუსულ მედიაშიც გავრცელდა: მაშინ, როცა ბოინგ 777 რადარებიდან გაუჩინარდა, მის გვერდით 2 უკრაინული ავიაგამანადგურებელი იმყოფებოდა.

ის ფაქტი, რომ ბორისპოლის აეროპორტში ესპანელი დისპეტჩერი მუშაობდა, არ დადასტურდა და ტვიტერმა მალევე წაშალა @spainbuca-ს გვერდი. ჟურნალისტებმა და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გადაწყვიტეს, რომ ეს გამოგონილი ანგარიში იყო და რეალურ ადამიანს არ წარმოადგენდა, ისინი კი, ვისაც კონსპირაციის თეორიები იზიდავდა, ამბობდნენ, რომ ადამიანი მართლა არსებობდა და მასზე ან დასავლეთის სადაზვერვო სამსახურებმა დაიწყეს ნადირობა, ან თავად იმალებოდა.

რადიო თავისუფალმა ევროპამ/რადიო თავისუფლებამ, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, რუმინულ პროექტ RISE-თან ერთად კარლოსის სახელით ცნობილ ადამიანს მიაგნო. ის ბუქარესტში საკმაოდ პრესტიჟულ უბანში ცხოვრობს და 2015 წელს რუმინულ კულინარიულ ტელეშოუშიც კი იღებდა მონაწილეობას.

ადგილი, სადაც MH17 ჩამოვარდა
ადგილი, სადაც MH17 ჩამოვარდა

საბოლოოდ გაირკვა, რომ კარლოსის სახელით ცნობილი ადამიანი სინამდვილეში ხოსე კარლოს ბარიოს სანჩესია. ის ავიადისპეტჩერად მუშაობდა ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთში, ალკორკონის აეროპორტში, სადაც თაღლითურ სკანდალში გაეხვია და მითვისებული თანხის უკან დაბრუნებაც მოუხდა. თაღლითობისათვის ის 2013 წელს რუმინეთშიც დააკავეს.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს სანჩესმა განაცხადა, რომ რუსულმა წყაროებმა 48 000$ გადაუხადეს იმაში, რომ „ესპანელ ავიადისპეტჩერ კარლოსად“ ქცეულიყო. Russia Today უარყოფს მისთვის თანხის გადახდას, თუმცა სანჩესი აცხადებს, რომ აქვს ყველა ის მტკიცებულება, რომელიც @spainbuca-ს ანგარიშთან რუსულ კავშირებს დაადასტურებს, მათ შორის საბანკო გადარიცხვებიც, თუმცა გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის მას ეს მასალები არ გადაუცია.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG