Accessibility links

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ტრადიციული მიმართვით გახსნა პარლამენტის პირველი სხდომა


დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II ვაჟთან, უელსის პრინც ჩარლზთან ერთად, ახალი მოწვევის პარლამენტის გახსნის წინ.

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ, წარმოთქვა ტრადიციული მიმართვა პარლამენტში, რითაც გაიხსნა ახალი მოწვევის საკანონდმებლო ორგანოს პირველი სხდომა. ბრიტანეთში 8 ივნისს გაიმართა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელთა შედეგადაც უმრავლესობა დაკარგა მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ. მონარქის სიტყვა ეთმობა ხოლმე ბრიტანეთის მთავრობისა და პარლამენტის მუშაობის ძირითად მიმართულებებს.

21 ივნისს ელისაბედ მეორემ ისაუბრა მთავრობის გეგმაზე, ბრიტანეთისათვის მომგებიანად წარიმართოს ევროკავშირიდან გასვლა. მონარქის თქმით, ბრექსიტი წარმატებას მოუტანს ქვეყანას და მთავრობა იზრუნებს ეკონომიკურ ზრდასა და ცხოვრების დონის ამაღლებაზე.

„ჩემი მთავრობის პრიორიტეტია, უზრუნველყოს შეძლებისდაგვარად საუკეთესო შეთანხმება ევროპის კავშირიდან ქვეყნის გამოსვლისას. ჩემი მინისტრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა პარლამენტთან, ბრიტანეთის რეგიონულ ადმინისტრაციებთან, ბიზნესთან და სხვებრთან, რათა მიღწეულ იქნეს რაც შეიძლება ფართო კონსენსუსი ქვეყნის მომავალზე - ევროპის კავშირის გარეთ“, - განაცხადა პარლამენტში ბრიტანეთის დედოფალმა. მონარქის ტრადიციულ მიმართვას მთავრობის წევრები წერენ, რის შემდეგაც ტექსტს ამტკიცებს პრემიერ-მინისტრის კანცელარია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG