Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის დემოკრატები ითხოვენ გამოძიებას, სავარაუდოდ, რუსი ჰაკერების თავდასხმის გამო


შეერთებული შტატების სენატში დემოკრატების ლიდერი, ჰერი რეიდი, და სხვა დემოკრატი კონგრესმენები მოუწოდებენ გამოძიების ფედერალურ ბიუროს, ჩაატაროს გამოძიება ვარაუდთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მთავრობა ცდილობს კიბერიერიშების მეშვეობით ზიანი მიაყენოს შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების პროცესს. ჰერი რეიდი გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს, ჯეიმს კომის, მიმართავს წერილით, რომელიც 30 აგვისტოს ნომერში გამოაქვეყნა "გაზეთმა ნიუ-იორკ ტაიმსმა". მანამდე გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აღმოაჩინა, რომ, სავარაუდოდ, რუსეთიდან გატეხეს ონლაინ საარჩევნო სისტემა. რეიდის ინფორმაციით, საფრთხე, რომ რუსეთის მთავრობა საარჩევნო პროცესში ჩარევას ცდილობს, უფრო მასშტაბურია, ვიდრე საყოველთოდ არის ცნობილი და შესაძლოა მოიცავდეს აშშ-ში არჩევნების ოფიციალური შედეგების გაყალბების საფრთხესაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG