Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: დიმიტრი ხაჩიძე


სტუმრად ჩვენს ეთერში: დიმიტრი ხაჩიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:32:45 0:00

12 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო დიმიტრი ხაჩიძე, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" გამგეობის თავმჯდომარე, ადვოკატი. მან ილაპარაკა სასამართლო რეფორმაზე საქართველოში. სამშაბათს გამოქვეყნდა "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიში - "ქვეყნები გარდამავალ ეპოქაში", რომელშიც 1-დან 7 ქულამდე შკალით შეფასებულია დემოკრატიის განვითარება 29 ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოში. საქართველო რჩება გარდამავალი დემოკრატიის, ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ქვეყნად. დემოკრატიის განვითარება 4,61 ქულით არის შეფასებული. საქართველოს შესახებ ანგარიშში წერია: "მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ადგილი აქვს გახმაურებული საქმეების პოლიტიზაციას, სასამართლო სისტემის ხარისხი დღითიდღე უმჯობესდებოდა, რაც იყო იმის დადებითი ნიშანი, რომ პოლარიზებულ სისტემაშიც კი, სტრუქტურულ რეფორმას შეიძლება ჰქონდეს ეფექტი. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ამ ტენდენციის მდგრადობის სერიოზული გამოცდა“. დიმიტრი ხაჩიძემ ილაპარაკა მიმდინარე სასამართლო რეფორმის ხარვეზებზე. ის თვლის, რომ სასამართლოს შეუძლია ხელისუფლების პოლიტიკური ცდუნებების განეიტრალება, თუკი მას დამოუკიდებლობის ნება ექნება.

XS
SM
MD
LG