Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ტუბერკულოზთან ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია მკურნალობის ბოლომდე მიყვანა“


23 მარტს რადიო თავისუფლების დილის საუბრების სტუმრები იყვნენ ზაზა ავალიანი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორიდა კონსტანტინე ლაბარტყავა, სათემო ორგანიზაცია „ახალი ვექტორის“ ხელმძღვანელი. მათ ისაუბრეს საქართველოში დაავადების გავრცელების მასშტაბზე, მკურნალობის სტრატეგიასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე.

ზაზა ავალიანის განცხადებით, სახელმწიფოს და საერთაშორისო მხარდაჭერის მიუხედავად , ტუბერკულოზი კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება. 2016 წლამდე საქართველო წამალგამძლე ტუბერკულოზის მაღალი ტვირთის მქონე ქვეყნების ათეულში შედიოდა. ამ თვალსაზრისით მდგომარეობა მცირედით არის გაუმჯობესებული. დაავადების გავრცელების მასშტაბით ყველაზე რთული მდგომარეობაა სამეგრელო-ზემო სვანეთში, ათი ათას მოსახლეზე დავადების გავრცელების მაჩვენებელი შეადგენს 145, 2-ს, აჭარაში კი ეს მაჩვენებელი 120,4-ია. მთელი საქართველოს მასშტაბით ეს მაჩვენებელი 89,5-ს შეადგენს. 24 მარტს ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება და ამასთან დაკავშირებით აჭარის რეგიონში ტუბერკულოზის ელიმინაციის პროგრამა დაიწყება.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG