Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე მეზურნიშვილი: მარტოხელა მშობლებს იურიდიული გარანტიები სჭირდებათ


23 მარტს რადიო თავისუფლების დილის საუბრების სტუმარი იყო სალომე მეზურნიშვილი „ადამიანის უფლებების განვითარების“ გამგეობის წევრი. მან ილაპარაკა მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.

სალომე მეზურნიშვილის სიტყვებით, კანონში შესაბამისი იურიდიული და სოციალური გარანტიების არსებობა უპირველესად ბავშვის ინტერესების დაცვას უნდა მოემსახუროს და მიმართული იყოს ოჯახის გაძლიერებაზე და არა მხოლოდ მარტოხელა მშობლისთვის სოციალური შემწეობის დანიშვნაზე. აქამდე არსებული საკანონმდებლო ნორმის თანახმად, მარტოხელა მშობლად ითვლებოდა პირი, რომლის შვილის დაბადების მოწმობაში ერთი მშობლის გრაფა ცარიელი იყო, თუმცა ამგვარი განმარტება მარტოხელა მამის სტატუსის განსაზღვრას შეუძლებელს ხდიდა, ვინაიდან დედის გრაფა ნებისმიერ შემთხვევაში ივსებოდა. სალომე მეზურნიშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია მარტოხელა მშობლებს ჰქონდეთ იურიდიული გარანტიები, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლების შეთხვევაში, ასევე მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ უპირატესობა სკოლასა და საბავშვო ბაღში ბავშვის რეგისტრაციის დროს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG