Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ლუკავა: ქალთა მიმართ ძალადობის საქმეების გამოძიება ხარვეზებით მიმდინარეობს


26 მარტს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო თამარ ლუკავა, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი. მან ილაპარაკა ქვემო ქართლის რეგიონში ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ხარვეზებზე.

გადმოწერა

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის დაკვირვებით, სამართალდამცავი უწყებები ხშირ შემთხვევაში აჭიანურებენ საქმის გამოძიების პროცესს. თუ ფიზიკური დაზიანებების გამოვლენის შემთხვევში საქმე შედარებით სწრაფად აღიძრება, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და სხვ ტიპის ძალადობის ფორმების შემთხვევაში პროცესი მნიშვნელოვნად ყოვნდება. თამარ ლუკავას ინფორმაციით, კვლავ პრობლემად რჩება არასწრულწლოვანი გოგონების მიერ სკოლის მიტოვების საკითხი. ადრეული ქორწინების პრაქტიკა ადრეულ ასაკში ნიშნობის პრაქტიკამ ჩაანაცვლა, ამგვარი საქმეების გამოძიებისას საგამოძიებო უწყებებში ირღვევა პროცესუალური ნორმები, რაც მსხვერპლს თავის დაცვის საშუალებას და საქმეზე რეალური საგამოძიებო შედეგის მიღების საშუალებას გამორიცხავს. თამარ ლუკავას თქმით, ენის ბარიერის და თარჯიმანთა სიმწირის გამო, ბევრი დაზარალებული პოლიციისადმი მიმართვისგან თავს იკავებს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG