Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნათია თანდაშვილი და ანანო ცინცაბაძე


სტუმრად ჩვენს ეთერში: ნათია თანდაშვილი და ანანო ცინცაბაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:40:37 0:00

9 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ნათია თანდაშვილი, თბილისში, სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში უნებართვოდ მცხოვრები მოქალაქე და ანანო ცინცაბაძე, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" სოციალური უფლებების პროგრამის იურისტი. საუბარი შეეხებოდა უსახლკაროების საკითხს. ნათია თანდაშვილი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს თბილისში, გუდამაყრის ქუჩაზე, ყოფილი კარდიოლოგიის ინსტიტუტის შენობაში, სადაც ცხოვრებისთვის სრულიად შეუფერებელ პირობებში - ელექტროენერგიის, კანალიზაციისა და წყლით მომარაგების გარეშე ცხოვრობს რამდენიმე ასეული ადამიანი, ვისაც სხვა საცხოვრებელი არ აქვს. ნათია თანდაშვილმა და ანანო ცინცაბაძემ განმარტეს, რომ პირებს, ვინც სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში ცხოვრობს, სოციალური დახმარებაც არ აქვთ, მათთან სოციალური აგენტებიც არ მიდიან საჭიროებების შესწავლა-შეფასებისთვის. სტუმრებმა ილაპარაკეს უსახლკარობის პრობლემის კომპლექსურობაზე, საქართველოს მიერ აღებულ და შეუსრულებელ საერთაშორისო ვალდებულებებზე და იმაზე, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია საბაზისო პოლიტიკაც კი უსახლკარობის პრობლემაზე. ანანო ცინცაბაძის განმარტებით, დღეს არსებული კანონმდებლობით, თუკი ადამიანი ღია ცის ქვეშ არ ცხოვრობს, ვერ მიიღებს უსახლკაროს სტატუსს. სახელმწიფოს არ გააჩნია არც სტატისტიკა უსახლკარო მოქალაქეებზე. ნათია თანდაშვილმა "დილის საუბრების" ეთერში განაცხადა, რომ სახელმწიფო მისნაირ მოქალაქეებს არ თვლის ადამიანებად.

XS
SM
MD
LG