12 სექტემბერს რადიო „თავისუფლების“ „დილის საუბრების“ სტუმარი იყო ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი. მან ილაპარაკა თბილისის ფოტოფესტივალზე, რომელიც 13-19 სექტემბერს გაიმართება. თბილისის ფოტოფესტივალი წელს მერვედ ტარდება. გამოფენის დღეებში, სხვადასხვა სივრცეში, 350 ფოტოგრაფის სურათს გაეცნობა დამთვალიერებელი. ფესტივალის წლევანდელი თემაა მოდა. როგორც გურამ წიბახაშვილმა თქვა, მოდა, როგორც ინდუსტრია და მოდა, როგორც იდენტობის წარმოჩენის საშუალება.
-
ნინო ხარაძე
ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან.