Accessibility links

რა ელის ფსიქიატრიულ განყოფილებებს საავადმყოფოებში


ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პერსონალმა იანვრის დასაწყისში მათთვის უსიამოვნო ამბავი შეიტყო - ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, შემცირებული ბიუჯეტის გამო, ღუდუშაურის სახელობის კლინიკის ფსიქიატრიულმა განყოფილებამ პაციენტების მიღება შეწყვიტა. იმავე საფრთხის წინაშე დადგა კიდევ ორი საავადმყოფო თბილისში, სადაც ფსიქიატრიული განყოფილებები ფუნქციონირებს. ფსიქიატრები აცხადებენ, რომ დღეს სახელმწიფო ეკონომიას აკეთებს საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე, ფსიქიკური პრობლმების მქონე ადამიანებზე, რომელთა რიცხვი საქართველოში ათობით ათასია.

რა ელის ამ განყოფილებებს, იქ დასაქმებულ მედპერსონალს და, რაც მთავარია, პაციენტებს, რომელთა ნაწილი უკვე გადაიყვანეს გლდანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში - ხომ არ არსებობს რამდენიმე წლის წინ დაწყებული რეფორმის შეფერხების საფრთხე? რა გამოსავალს ხედავენ ამ სფეროს სპეციალისტები? - ამ საკითხზე რადიო თავისუფლებამ სასაუბროდ მოიწვია ფსიქიატრები ეკა ბერძენიშვილი და ეკა ჭყონია.

Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG