Accessibility links

„პოლიტიკაში ბავშვთა ინტერესები არ ჩანს“


ნათია კუჭუხიძე და ანა აბაშიძე

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისია დოკუმენტზე მუშაობისას ბავშვთა ინტერესებს სათანადო ყურადღებას არ უთმობს. სწორედ ამიტომ, 14 მარტს ბავშვთა, ქალთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა საკონსტიტუციო კომისიას და პარლამენტს მოუწოდეს, შეიქმნას კონსტიტუციური გარანტიები მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვისთვის. იმის შესახებ, თუ რატომაა მნიშვნელოვანი ბავშვთა უფლებების თაობაზე მკაფიო ჩანაწერის არსებობა კონსტიტუციაში, რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდასთან საუბრობენ ნათია კუჭუხიძე, ფსიქოლოგი, და ანა აბაშიძე, თანადამფუძნებელი არასამთავროო ორგანიზაციისა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. დისკუსიას ნინო ხარაძე უძღვება თბილისის სტუდიაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG