Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პარალელური განვითარება“ - ძველი უბნების განვითარების ალტერნატიული მოდელი


აი, ერთი პატარა უბანი მთაწმინდაზე, ყველას რომ გეცნობათ, ისეთი -. შიდა ეზოებით, გადაცრეცილ, მაგრამ ულამაზეს სადარბაზოებთან სამშენებლო მასალის ნარჩენებით, საყრდენ ძელებზე შემდგარი ფასადებით, მათ შორის ჩაშენებული პატარა ახალი სახლებით და გადაქანებულ ჭიშკრებთან წარწერებით: „აქ მანქანას ნუ დააყენებთ“. ყველამ იცის თითო ასეთი უბანი და ყველამ იცის ასეთი უბნების ბედი...

ზურაბ ბაქრაძე (მარცხნივ) და ლევან კალანდარიშვილი
ზურაბ ბაქრაძე (მარცხნივ) და ლევან კალანდარიშვილი

ზუსტად ამ ბედზე დაფიქრდნენ „ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტის“ წარმომადგენლები - ლევან კალანდარიშვილი, გიორგი მარგიშვილი და დავით ავალიშვილი. ზედმიწევნით შეისწავლეს მთაწმინდის ერთი უბანი და შექმნეს მისი განვითარების ალტერნატიული მოდელი - ალტერნატიული განადგურებისა და მაღალსართულიანი კორპუსის საძირკვლად ქცევისა, ალტერნატიული დაკონსერვებისა და ნესტიან კედლებში გატარებული ცხოვრებისა, გეგმა იმისა, რომ „თბილისისთვის ისტორიულად დამახასიათებელი სამეზობლოს თანამშრომლობით, ხელისუფლებისა და სამოქალაქოსაზოგადოების ჩართულობით ადგილობრივი მოსახლეობა მესაკუთრეთა საბჭოებში გაერთიანდეს და თავის ხელში აიღოს უკეთესი გარემოს დაგეგმვისა და შექმნის პროცესი“.

პროექტი
პროექტი

ამის მაგალითები არსებობს ევროპაში. ეს შესაძლებელია, თურმე, საქართველოშიც. უბრალოდ, ჩვენ არ ვიცით ამის შესახებ და რომ გაგვეგო, ამის შესაძლებლობა ავტორებსაც და საზოგადოებასაც ჰაინრიხ ბიოლის ფონდის კავკსიის რეგიონალურმა ოფისმა მისცა. დანარჩენს კი სადისკუსიო მაგიდასთან მოწვეული სტუმრებისგან შეიტყობთ. საუბრობენ პროექტის ავტორი ლევან კალანდარიშვილი და ურბანისტი ზურაბ ბაქრაძე.

„პარალელური განვითარება“ ...
please wait

No media source currently available

0:00 0:17:16 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG