Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ იგი „არ არის რასისტი“. ასე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი მის წინააღმდეგ გამოთქმულ კრიტიკას, თითქოს 11 იანვრის შეხვედრაზე „ნეხვის ორმო“ ("shithole") ეწოდებინოს აფრიკის ქვეყნების, ჰაიტისა და სალვადორისთვის.

მოგვიანებით დემოკრატმა სენატორმა ილინოისიდან, დიკ დურბინმა, რომელიც ესწრებოდა თეთრ სახლში გამრთულ ზემოხსენებულ შეხვედრას, მედიას უთხრა, რომ დონალდ ტრამპმა ასეთი შეურაცხმყოფელი გამოთქმა არაერთხელ გაიმეორა.

„მე არ ვარ რასისტი. მე ყველაზე ნაკლებად რასისტი ვარ მათ შორის, ვისთანაც თქვენ გისაუბრიათ. მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ“, - ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს კვირას, ფლორიდის გოლფკლუბში კონგრესის ქვედა პალატის ლიდერთან, კევინ მაკკარტისთან, გამართული შეხვედრის შემდეგ. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა გამოთქმა იხმარა ემიგრანტებზე საუბრის დროს.

აშშ-ის მედიის ცნობით, ვულგარული გამოთქმა დონალდ ტრამპმა იხმარა 10 იანვარს თეთრ სახლში ამერიკელ სენატორებთან გამართული შეხვედრის დროს, როდესაც წამოიჭრა საკითხი ჰაიტიდან, სალვადორიდან და აფრიკის ქვეყნებიდან გამოსული ემიგრანტების მხარდაჭერის თაობაზე. დონალდ ტრამპს, გავრცელებული ინფორმაციით, სენატორებისათვის უკითხავს, რატომ უნდა მიიღოს აშშ-მა უფრო მეტი ემიგრანტი ამ „ნეხვის ორმო“ ქვეყნებიდან და არა ისეთი ქვეყნიდან, როგორიც ნორვეგიაა.

მოგვიანებით დემოკრატმა სენატორმა ილინოისიდან, დიკ დურბინმა, რომელიც ესწრებოდა თეთრ სახლში გამრთულ ზემოხსენებულ შეხვედრას, მედიას უთხრა, რომ დონალდ ტრამპმა ასეთი შეურაცხმყოფელი გამოთქმა არაერთხელ გაიმეორა. დიკ დურბინის ინფორმაცია არ უარყო რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა, რომელსაც სენატორებთან შეხვედრაზევე გაუპროტესტებია დონალდ ტრამპის გამონათქვამი.

12 იანვარს აფრიკის 54-მა ქვეყანამ განაცხადა, რომ „თავზარდაცემულია" და ითხოვს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, უკან წაიღოს და ბოდიში მოიხადოს იმ ვულგარული ტერმინოლოგიისთვის, რომელიც მან ამ ქვეყნების აღსაწერად გამოიყენა თეთრ სახლში იმიგრაციის საკითხზე გამართულ დისკუსიაზე.

თუმცა რესპუბლიკელი სენატორი დევიდ პერდიუ „სრულ გაუგებრობას“ უწოდებს თავისი დემოკრატი კოლეგის განცხადებას და უარყოფს, რომ პრეზიდენტს მსგავსი გამოთქმა ეხმაროს. კიდევ ერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა, ტომ კოტონმა, განაცხადა, არ გამიგია, თუ კონკრეტულად რა გამოთქმა იხმარა პრეზიდენტმაო.

წინა კვირას მსოფლიო ლიდერებმა დაგმეს ემიგრანტების მიმართ აშშ-ის ლიდერის მიერ გაკეთებული რასისტული შინაარსის კომენტარი.

12 იანვარს აფრიკის 54-მა ქვეყანამ განაცხადა, რომ „თავზარდაცემულია" და ითხოვს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, უკან წაიღოს და ბოდიში მოიხადოს იმ ვულგარული ტერმინოლოგიისთვის, რომელიც მან ამ ქვეყნების აღსაწერად გამოიყენა თეთრ სახლში იმიგრაციის საკითხზე გამართულ დისკუსიაზე.

აფრიკელი ემიგრანტების მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამის გამო აშშ-ის პრეზიდენტი გააკრიტიკეს ამერიკაში მცხოვრებმა ქრისტიანებმაც, მათ შორის ევანგელისტური ეკლესიის წარმომადგენლებმა, რომელთა უმრავლესობა მტკიცედ უჭერს მხარს დონალდ ტრამპს. „სიცოცხლის სასარგებლო არგუმენტები ცარიელი სიტყვები იქნება, თუ ჩვენ შევეგუებით ქსენოფობიურ ფანატიზმს“, - დაწერა ტვიტერის საკუთარ გვერდზე მღვდელმა აარონ ჯეიმსმა, ფლორიდაში მდებარე ერთ-ერთი ქრისტიანული, „სიცოცხლის რელევანტური ეკლესიის“ პასტორმა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG