Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპორტი შემცირებას განაგრძობს


სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი
სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ექსპორტის წილი, გასულ წელთან შედარებით, 5%-ით არის შემცირებული, რაც ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა.

ექსპორტი შემცირებას განაგრძობს
please wait

No media source currently available

0:00 0:03:55 0:00
გადმოწერა

2016 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ 83 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 1 მილიარდ 920 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (5 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 8 მილიარდ 911 მლნ. აშშ დოლარს (29 პროცენტით მეტი). აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 6 მილიარდ 513 მლნ. აშშ დოლარს (1 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ნოემბერში 6 მილიარდ 991 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 65 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1 მილიარდ 506 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0,5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2016 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3 მილიარდ 86 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 11 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 513 მლნ. აშშ დოლარი იყო (14 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 2 მილიარდ 573 მლნ. აშშ დოლარი (17 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 27 პროცენტი და იმპორტში 29 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ნოემბერში, შესაბამისად, 31, 30 და 32 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-ნოემბერში 2 მილიარდ 422 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2015 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით, 4 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 659 მლნ. აშშ დოლარი (14 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1 მლიარდ 763 მლნ. აშშ დოლარი იყო (1 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 22 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში - 34 პროცენტი და იმპორტში - 20 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ნოემბერში, შესაბამისად, 28, 38 და 25 პროცენტი).

ეს სტატისტიკა მოწმობს, რომ ევროკავშირის წილმა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 6 %-ით გაუსწრო დსთ-ის მაჩვენებელს.

2016 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან კანადა (1 მილიარდ 831 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (1 მილიარდ 400 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (781 მლნ. აშშ დოლარი).

2016 წლის იანვარ-ნოემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა (285 მლნ. აშშ დოლარი) და მთელი ექსპორტის 15 პროცენტი შეადგინა. თხილის ექსპორტი 168 მლნ. აშშ დოლარს და, შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე ფეროშენადნობების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 154 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-ნოემბერში კვლავ სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 2 641 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 30 პროცენტი შეადგინა. აქედან C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი 2 398 მლნ. აშშ დოლარია. მეორე ადგილზე იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი, 529 მლნ. აშშ დოლარით ( იმპორტის 6 პროცენტი). მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 414 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი).

XS
SM
MD
LG