Accessibility links

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებპლატფორმა „ბიუჯეტის მონიტორი“ ბრიტანული „გარდიანის“ ფოკუსში მოხვდა და ის (www.budgetmonitor.ge) მსოფლიოში ღია მმართველობისა და ხელისუფლების განხორციელებაში მოქალაქეების მონაწილეობის გამორჩეულ ინიციატივებს შორის დაასახელა.

აღნიშნული პლატფორმით საქართველოში მოქალაქეებს აქტიურად მოუწოდებენ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წლიური აუდიტის დაგეგმვაში.

ახალი „’ბიუჯეტის მონიტორის’ გამოყენებით შესაძლებელია მოქალაქეებმა ხმა მისცენ იმ სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებს, რომლებიც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ, მათ შორის საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურულ და ჯანდაცვის მიმართულებით“, - ნათქვამია სტატიაში.

„ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს პლატფორმის გამოყენებით მოგვაწოდონ მოსაზრებები საბიუჯეტო რესურსების მართვაში არსებული ხარვეზების შესახებ, მონაწილეობა მიიღონ აუდიტის წლიური გეგმის შედგენაში და გაგვიზიარონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია კორუფციული რისკების შესახებ, რათა ერთად შევუწყოთ ხელი მათ აღმოფხვრას“, -აცხადებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

გარდა მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობებისა, ვებპლატფორმა „ბიუჯეტის მონიტორი“ დაინტერესებულ პირებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, აირჩიონ მათთვის საინტერესო სფერო და მყისიერად მიიღონ მუდმივად განახლებადი და სანდო ინფორმაცია სახელმწიფო შემოსავლების, ხარჯების, ვალის, ინფრასტრუქტურული პროექტების, პროგრამული ბიუჯეტის, შესყიდვების და აღნიშნულ საკითხებზე აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზებისა და რეკომენდაციების შესახებ. ბიუჯეტის მონიტორის კიოსკები განთავსებულია საქართველოს პარლამენტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, ხოლო პლატფორმა საჯაროდ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.budgetmonitor.ge

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG