Accessibility links

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტების მიერ რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილი ქნა 2 129 121 მგზავრი, რაც 48.37 %-ით (694 153 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (1 434 968 მგზავრი).2015 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით კი,ზრდა 81.89 %-ს (958 577 მგზავრით მეტი) შეადგენს.

მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისოაეროპორტში:

2017 წლის 7 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 503 636მგზავრით მეტს მოემსახურა (სულ 1 658 366 მგზავრი), ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში (1 154 730 მგზავრი). შესაბამისად, მგზავრთნაკადის ზრდის მაჩვენებელმა 43,62 % შეადგინა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი86.48 %-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 7 თვეში აეროპორტი 124 826 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 232 775 მგზავრი შეადგინა (107 949 მგზავრით მეტი).

გასული თვეების განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით233 992 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 52.32 % ით (80 369 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (153 623 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში 3 988 მგზავრს მოემსახურა, რაც 2 199 მგზავრით - შესაბამისად, 122.92 %-ით - მეტია, ვიდრე გასული წლის პირველ 7 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (1 789).ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან ივლისის ბოლომდე 802 მგზავრს მოემსახურა.

მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში 3 299-ით მეტი რეისი განხორციელდა. მონაცემები ასე გამოიყურება: სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ - 11 218, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 9 056, ხოლო ჩარტერების -2 162. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 41.66 %-ს შეადგენს.

15.25%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2016 წლის 7- თვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 69 863,მიმდინარე წლის განვლილ თვეებში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 80 514 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.

მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 19 715.983 ტონა შეადგინა, რაც 4 832.60 ტონით - შესაბამისად , 32.47%-ით - მეტია, ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG