Accessibility links

ფორუმი საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის


გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას

თბილისში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, „საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმი" გაიმართა. ფორუმში მონაწილეობისთვის საქართველოს მთავრობამ რამდენიმე საერთაშორისო ექსპერტი მოიწვია. მათთან ერთად ბიზნესისა და მთავრობის წარმომადგენლებმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების რამდენიმე მოდელი განიხილეს.

ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა, ძირითადად განიხილეს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ინიცირებული ოთხპუნქტიანი გეგმა. ამ გეგმის პირველი პუნქტია ეკონომიკის რეფორმირება. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში გამართულ ფორუმზე ქვეყნის ეკონომიკის რეფორმირების თავისი ხედვა წარადგინა.

Direct link

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG