Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ჯარიმები ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის


თბილისის ისტორიული უბნების მცხოვრებთათვის კარგად არის ცნობილი დისკომფორტი, რომელსაც მათ ახლომდებარე გასართობი დაწესებულებებიდან მომდინარე ხმაური უქმნით. ხელისუფლებამ გადაწყვიტა გარკვეული ზომები მიიღოს და ხმაურის წყაროს მფლობელებს ჯარიმები დააკისროს. ცხადია, ამის გამო ზოგიერთ ბარსა თუ კაფეს, შესაძლოა, მუშაობის რეჟიმისა და სტილის შეცვლა მოუხდეს. სიგარეტის აკრძალვის შემდეგ ეს მათთვის მორიგი შეზღუდვა იქნება.

ეკონომიკის მიმოხილვა
please wait

No media source currently available

0:00 0:02:25 0:00
გადმოწერა

დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელ სახლებსა და საზოგადოებრივ/საჯარო შენობებში ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი განიხილა, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა. პროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ოდიშარია, გედევან ფოფხაძე, აკაკი ზოიძე, ირაკლი ბერაია, სალომე ზურაბიშვილი.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პირველ ჯერზე ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ითვალისწინებს ფიზიკური და იურიდიული პირის გაფრთხილებას. სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის - 500 ლარის ოდენობით.

ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდგომ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირისა - 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის - 1000 ლარის ოდენობით.

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას დღისა (07.00-23.00 საათამდე) და ღამის საათებში (23.00-07.00 საათამდე) ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის. ასევე, კანონპროექტის გათვალისწინებით, 2018 წლის 1-ელ აპრილამდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს განიხილავენ შინაგან საქმეთა ორგანოები - საპატრულო პოლიცია, რომელიც განხორციელებულ სამართალდარღვევებზე შესაბამისი ხმაურმზომი ხელსაწყოებით უზრუნველყოფს პირისთვის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. 2018 წლის 1-ელი აპრილიდან ეს ფუნქცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადაეცემა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG