Accessibility links

სიახლეები საქართველოს ტურისტულ გამოფენაზე


თბილისში უკვე მეჩვიდმეტედ გაიმართა საერთაშორისო ტურისტული გამოფენა, სახელწოდებით „კავკასიის ტურისტული ბაზრობა“, რომელშიც 150-მდე ორგანიზაცია მონაწილეობდა. მასზე წარმოდგენილი იყო როგორც ტურისტული პროდუქტები, ისე ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები. რას სთავაზობენ საზოგადოებას ტურისტული კომპანიები, ხალხური რეწვის საწარმოები თუ სამთავრობო სტრუქტურები?

მეჩვიდმეტე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა, ტრადიციისამებრ, „ექსპო ჯორჯიის“ საგამოფენო პავილიონში ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა. გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ თბილისის მერია წარმოადგენს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და პროგრამებს, რითაც მთავრობა მხარს დაუჭერს ტურიზმის განვითარებას. ტურისტულ გამოფენაზე, რა თქმა უნდა, ცენტრალური ადგილი ეკავა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდს, სადაც წარმოდგენილი იყო, ძირითადად რუკების სახით, საქართველოს ყველა კუთხის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ინფორმაცია. მაგრამ გამოფენის გახსნიდან რამდენიმე საათში სტენდი თითქმის დაცარიელდა. სიხალვათე იგრძნობოდა საგამოფენო პავილიონშიც.

Direct link

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG