28 მარტს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ ,,ერაზმუს +"-ის
საქართველოს ეროვნული ოფისის პროექტის მენეჯერები ნინო ურუშაძე და თათა ლორთქიფანიძე. "ერაზმუს პლუსი" ევროკავშირის განათლების რთ-ერთი მხარდამჭერი პროექტია, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს მოკლე და გრძელვადიან გაცვლით პროგრამებს სწავლების სხვადასხვა ეტაპზე ევროპულ უნივერსტეტებში, ასევე მხარდაჭერას აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობისთვის და უნივერსტეტებს - კონსულტაციას სასწავლო პროგრამების დახვეწასა და გაუმჯობესებაში.
რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის განათლებაში ჩადებული ინვესტიცია საქართველოს მოქალაქეებისთვის და რამდენად ეფექტიანად იყენებენ ახალგაზრდები მათთვის განკუთვნილ პროგრამებს - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმრებთან.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.