Accessibility links

8 დეკემბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ’’ ფარმაცევტული ბაზრის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც მოცემულია ამ დარგში არსებული ძირითადი ტენდენციები. კვლევა 2012-2016 წლებს მოიცავს, თუმცა ზოგიერთ უფრო ადრინდელ საკითხსაც შეეხება.

საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი - „სუსტი ოლიგოპოლია“
please wait

No media source currently available

0:00 0:03:09 0:00
Direct link

ორგანიზაციის აზრით, ფარმაცევტული ბაზარი საბაზრო ძალაუფლების არცთუ ისე მკაფიო კონცენტრაციით ხასიათდება. 2015 წლის იმპორტის მონაცემების თანახმად, ბაზრის, დაახლოებით, 70 % ხუთ მსხვილ კომპანიაზეა გადანაწილებული. ესენი არიან შპს „პსპ ფარმა” -22.32 %, შპს „ეი-ბი-სი ფარმაცია” - 14.91 %, შპს „ავერსი-ფარმა” -14.54 %, სს „ჯი პი სი - 10.20 %”და შპს „გლობალფარმი” - 7.02 %. აქედან გამომდინარე, ფარმაცევტული ბაზარი შეიძლება დახასიათდეს როგორც სუსტი ოლიგოპოლია, თუმცა სულ ახლახან დაანონსებული „ეი-ბი-სი ფარმაციისა’’ და სს „ჯი-პი-სი’’-ს გაერთიანება ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვისა და, შედეგად, დომინირებული პოზიციების ბოროტად გამოყენების რისკებს კიდევ უფრო მეტად აჩენს. მეორე მხრივ,კომპანიების შერწყმა ხელს შეუწყობს რესურსების გაერთიანებას, ხარჯების ოპტიმიზაციასა და ეფექტიანობის გაზრდას.

საქართველომ GMP საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლა კვლავ ვერ მოახერხა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის შიგნით წარმოებული მედიკამენტების ექსპორტს.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ვერ უზრუნველყოფს თავის ფუნქციებს, ფარმაცევტული პროდუქტის აღიარებითი რეჟიმის რეგისტრაციის წესი კი ქმნისბაზარზე უხარისხო მედიკამენტების შემოსვლის მცირე რისკებს.

რეცეპტების სისტემის დადებითი ეფექტი, მის ადმინისტრირებაში არსებული ხარვეზების გამო, არცთუ ისე დიდია.ჯარიმები ან არ გამოიყენება ან მცირეა.

ქვეყანაში კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება ავადმყოფისათვის ერთდროულად გაუმართლებლად მრავალი წამლისა და სამკურნალო პროცედურის დანიშვნა და ფარმაკოზედამხედველობის სრულყოფილი სისტემის არარსებობა.

განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები ძირითადად რეცეპტების (ელექტრონული რეცეპტების) შემოღებას და მასთან დაკავშირებულ თანმდევ პროცესებს,ჯარიმების ზრდას, ეხებოდა.

2014 წელს, განსაკუთრებით კი აპრილის შემდეგ, ყველა ფარმაცევტულ პროდუქტზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2016 წლის მაისის თვიდან მედიკამენტთა ზოგიერთ ჯგუფზე ფასები უკვე შემცირდა. ფასების კლების ტენდენცია ამჟამადაც ნარჩუნდება.

იმპორტის მონაცემების მიხედვით, საწარმოები „ავერსი-რაციონალი" და „ჯი-ემ-პი"მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოში ფარმაცევტული წარმოების სექტორის განვითარებაში, მათ ბაზრის 97 % უკავიათ. ამჟამად ბაზარზე დაშვებულია 11,168 მედიკამენტი, რომელთა შორის 12,25 % საქართველოშია წარმოებული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG