Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუბაში ცხრადღიანი გლოვა გამოცხადდა


კუბაში 9 დღის განმავლობაში გაგრძელდება გლოვა, რაც 4 დეკემბერს დასრულდება ფიდელ კასტროს დაკრძალვით. კუბის რევოლუციის ლიდერი, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მართავდა კუნძულოვან სახელმწიფოს კარიბის ზღვის აუზში, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფიდელ კასტროს გარდაცვალების ცნობა კუბის პრეზიდენტმა რაულ კასტრომ ამცნო მოსახლეობას სახელმწიფო ტელევიზიით. "კუბის რევოლუციის უმაღლესი მთავარსარდალი 22:29 წუთზე გარდაიცვალა. ისევ წინ, გამარჯვებისაკენ", - განაცხადა 25 ნოემბერს რაულ კასტრომ, რომელსაც ყოფილი ლიდერის სიკვდილის გამომწვევ მიზეზებზე არაფერი უთქვას. ფიდელ კასტრო კუბას 47 წლის განმავლობაში მართავდა. კუბის რევოლუციის ლიდერი თანამდებობიდან გადადგა 2006 წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც ფიდელ კასტროს კუჭის სერიოზული დაავადება აღმოაჩნდა. 2008 წელს ფიდელმა ძალაუფლება ოფიციალურად გადააბარა თავის ძმას, რაულ კასტროს. ანდერძის თანახმად, ფიდელ კასტროს ცხედარს კრემაცია ჩაუტარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG