Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონფორმისტი ქალები და "მანდილოსნის ელემენტარული პატივისცემა"


ავტორი:ბექა შათირიშვილი

ამასწინათ,ინტერნეტსივრცის თვალიერებისას,გადავაწყდი ერთობ პრობლემატურ თემაზე მსჯელობას.პირველივე წინადადებამ მიიპყრო ჩემი ყურადღება - „საქართველოში როგორც შეამჩნევდით, ნელ ნელა კლებულობს ქალის მიმართ პატივისცემა“.
მივხვდი,რომ საღამოს აზრი მიეცა.
პატივისცემის კლება გამოიხატებოდა საჯარო ტრანსპორტში ქალისთვის ადგილის არ დათმობით.თემის ავტორი(მამაკაცი) შეწუხებული ჩანდა ამ ფაქტით,ალბათ რეალურად შესტკიოდა გული,რომ ასე გადარგვარდა ქართველი კაცი.ბევრი გამოეხმაურა მას და კვერიც დაუკრა.ზოგმა თავი იმართლა - სამსახურიდან დაღლილი როცა მოვდივარ,მაგ დროს როგორ უნდა დავუთმო ადგილი-ო.დისკუსიაში სუსტი სქესის წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ.ზოგი იზიარებდა თემის ავტორის პოზიციას.ზოგი კი პირიქით,შედიოდა „სამსახურიდან დაღლილი წამოსული“ კაცების მდგომარეობაში.მოკლედ,თემამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა და არცერთი მხარე ყრიდა ფარ-ხმალს,თუმცა ერთზე ყველა თანხმდებოდა - საქართველოში,ნელ-ნელა კლებულოს მანდილოსნის პატივისცემა!

საინტერესოა,როგორ კლებულობს,როცა არც არასდროს ყოფილა.მანდილოსნის პატივისცემა,ადგილის დათმობასა და სუფრაზე ფეხზე ამდგარი,გამოთქმოთით ნათქვამი სადღეგრძელოს დონემდეა დასული.სამწუხაროა,რომ არავინ ახსენებს მთავარ პრობლემას.
ქვეყანაში,სადაც ყოველი მე-11 ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია,გამოკითხულ ქალთა 34.1 % ამართლებს ქმარის მიერ ცოლის ცემას და 78%-ზე მეტს მიაჩნია,რომ ოჯახში მომხდარი ძალადობის ფაქტები ოჯახშივე უნდა დარჩეს.
როგორც წესი,ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქალები ვერც აცნობიერებენ,რომ ისინი ძალადობის მსხვერპლნი არიან.მათ ეს მიაჩნიათ ჩვეულებრივ ქმედებად და ქართული ტრადიციული ოჯახის „პატარა გაგუგებრობას“ მიაწერენ,რომელიც ყველგან ხდება და არ ღირს ამის გამო დამატებითი პრობლემების .სამართალდამცველი ორგანოებისთვის მიმართვა კი ავტომატურად ნიშნავს საზოგადოებისგან გარიყვას.
სა¬ქარ¬თ¬ვე¬ლო¬ში მო¬სახ¬ლე¬ო¬ბის ცნო¬ბა¬დო¬ბა, კვლე¬ვის მი¬ხედ¬ვით, ასე¬თია: წარ¬მოდ¬გე¬ნი¬ლი ძა¬ლა¬დო¬ბის ოთხი ფორ¬მი¬დან — ფი¬ზი¬კუ¬რი, ფსი¬ქო¬ლო¬გი¬უ¬რი, სექ¬სუ¬ა¬ლუ¬რი, ინტერესების და მოთხოვნილებების უგულებელყოფა — გა¬მო¬კითხულ¬თა 32 %-ს ძა¬ლა¬დო¬ბის სა¬მი ფორ¬მის ამოც¬ნო¬ბა შე¬უძ¬ლია;
8 %-მა მხო¬ლოდ ერ¬თი ფორ¬მის ამოც¬ნო¬ბა შეძ¬ლო ან სა¬ერ¬თოდ ვერც ერ¬თი ვერ ამო¬იც¬ნო.
სა¬ქარ¬თ¬ვე¬ლო¬ში ყვე¬ლა¬ზე ნაკ¬ლე¬ბად ეს¬მით ფსი¬ქო¬ლო¬გი¬უ¬რი ძა¬ლა¬დო¬ბის არ¬სი.
გაეროს ქალთა ფონდის ინიციატივით,საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ჩართულია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქციაში.სლოგანი კი ასე ჟღერს - „ქალს ვინც დაუწყო გინება, აბა თუ შეგვერკინება?!“ არ ვიცი რამდენად მართებულია,მოძალადის წინააღმდეგ ძალადობის ენით საუბარი,მაგრამ თვითონ იდეა,ბორჯღალოსნების აქციაში ჩართვა,ძალიან კარგია.

პრობლემა კი ალბათ ისევ ქალებიდან მოდის.ჩემთვის ძნელი გასაგებია,თუ რატომ არიან ქალები დაიბადა-გაიზარდა-გათხოვდა-გააჩინა-მოუარა-გაზარდა არსებები.ახალგაზრდობაში სიცოცხლით სასვენი,რომლებიც გათხოვების შემდეგ საშუალოსტატისტიკურ დიასახლისებად გადაიქცევიან.
ცოტა არ იყოს ზიზღით ვუყურებ ასეთ მანდილოსნებს.

„მანდილოსნის მიმართ ნელ-ნელა იკარგება პატივისცემა“ თემით ინსპირირებულებმა კი ალბათ მეორე დღესვე საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხვედრისას,დიდი მოწიწებით დაუთმეს ადგილი პირველივე გოგონას და შეუერთდნენ კაცების იმ აურაცხელ არმიას,რომლებიც თითო აგურს დებენ და ასეთი მეთოდებით ცდილობენ ქალის პატივისცემის და ღირსების დაბრუნებას.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG