Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Perfect wife ანუ "როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ"


ავტორი: ია ასათიანი

ერთ გოგონას ვიცნობ, გოგონას რა, უკვე დიდი გოგოა. :) აი ისეთი დიდი, გათხოვილი რომ არის და წლების განმავლობაში სულ სახლში ზის. მისი სამყარო მხოლოდ სახლით და ქმრის სანათესაო-სამეგობროთი შემოიარგლება. არა იმიტომ, რომ ამას ქმარი აიძულებს, არა! უბრალოდ ამ გოგოს ასე სურს. ყოველთვის, როცა მას ვნახულობ, სახლის საქმეებშია ჩაფლული: საჭმლის გამზადება, სარეცხის რეცხვა, დალაგება და ა.შ. დაიჯერებთ? 5 წელია თბილისშია გათხოვილი და კინოში, თეატრსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნამყოფიც არ არის. ხშირად ამბობს, რომ მეტროს ნახვა უნდა, რადგან არასოდეს უნახავს და მითუმეტეს არ მჯდარა მასში. უბრალოდ ამისთვის ვერც ერთხელ ვერ მოიცალა. მის ყოველ დანახვაზე ერთი კითხვა მაწუხებს: ნუთუ ეს ჩაკეტილი სივრცე არ ახრჩობს??? მე რომ ასე მოვიქცე, ალბათ, სამ დღეში გავგიჟდები, მაგრამ როგოც ჩანს მას ეს არ ემუქრება, რადგან ეს მისი არჩევანია. რაც მას ვიცნობ, ერთხელაც არ მახსოვს, ცოლ-ქმარს ეჩხუბათ ან სერიოზულად ეკამათად. ამ გოგოს დამოკიდებულება დედამთილ-მამამთილთან კი საოცრად მაოცებს: აი ისეთი ურთიერთობა აქვთ, დედამთილისთვის დედის გარდა არასოდეს, არაფერი რომ არ დაუძახებია, ფეხებს რომ ბანს და რავი კიდევ ათასი მსგავსი რამ. მამათილთან კი მხოლოდ თქვენობით და მოწიწებით საუბარი მიმდინარეობს. არა არ გეგონოთ ვამბობდე, რომ ეს ცუდია, უბრალოდ ჩემთვის გაუგებარია და მორჩა. სახლში ყველას გაცნობიერებული აქვს, რომ ოჯახის უფროსი სწორედ მამამთილია, მიუხედავად იმისა რომ ძირითადი შემომტანი დედამთილია.

თუმცა, თუ სხვა მხრივ შევხედავთ ამ გოგოს, ის იდეალურ ცოლთან მიმსგავსებული "მოდელია". სულ სახლშია - ანუ საეჭვიანოც არაფერია. ალაგებს, საჭმელს ამზადებს, რეცხავს, შენგან რომანტიულ საღამოებს არ ელის... აი, მგონი უამრავი კაცის საოცნებო ცოლიც ვიპოვეთ, მაგრამ მას აქვს ერთი ნაკლი,მას აკლია თვისება, რომელსაც ქართველი მამაკაცები ასე მკაცრად მოითხოვენ - ის არ არის მუდამ მოწესრიგებული და სულ გართობისა და სექსის ხასიათზე...

ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, თუ როგორია საქართველოში იდეალური ცოლის განმარტება. სხვადასხვა ადამიანებისთვისაც დამისვამს ეს შეკითხვა, მაგრამ ცალსახად ჩამოყალიბებული პასუხი არც ერთხელ არ მიმიღია. თუმცა, შეჯამების შედეგად, მივიღე "იდეალური ცოლის მოდელი" უმრავლესობისათვის.

როგორი არის იდეალური ცოლი?

1. არასოდეს არ ლაპარაკობს ზედმეტს.

2. სახლი სულ მოწესიგებული აქვს და გემრიელად ამზადებს.

3. მეუღლის თეთრეულს სიხარულით რეცხავს.

4. ბავშვებს კარგად უვლის.

5. არ არის მოჩხუბარი და არის უაზროდ ბევრის მომთმენი.

6. მისთვის არ "ტეხავს", თუ ქმარი "მსუბუქი ყოფაქცევის" ქალებთან გაერთობა.

7. ყოველთვის უნდა იყოს მოწესრიგებული და მომღიმარი.

8. უნდა იყოს სექსუალური და კარგი საწოლში...

და კიდევ უამრავი ისეთი დეტალი, რომლის შესრულებას არც ერთ რობოტსაც კი არ სძალუძს, არათუ ადამიანს. რა საოცრებაა, როდესაც მთელი დღე სახლის საქმეებითა და ბავშვების მოვლით ხარ დაკავებული, ქმარი კი მოდის სახლში, ჯდება თავის სავარძელში და კომპიუტერს ან ტელევიზორს უყურებს. შენ კი ამ ყველაფერს სიხარულით უნდა უყურო და თან უფლებაც კი არ გაქვს, რომ ცუდ ხასიათზე იყო ან იწუწუნო.

ჩემი "Facebook"-ის მეგობრის თაიმლაინზე სტატუსი ვნახე: (გთავაზობთ უცვლელად) "მე ვთვლი რომ მისი თეთრეულის გარეცხვა და პერანგების გაუთოვება ჩემი ისტორიული მოვალეობაა. მე ვხედავ ამაში ქალურ ბედნიერებას". ნუთუ მხოლოდ ეს არის "ქალური ბედნიერება"? ან საერთოდ რას ნიშნავს ტერმინი "ქალური ბედნიერება"? მე ვფიქრობ, რომ ეს მოსაზრება კაცების მიერ არის ჩანერგილი, რათა ცოლები გახადონ ნაკლებად პრეტენზიულები ამ მოვალეობების შესრულებისას და მიამსგავსონ თავიანთ გონებაში ჩამოყალიბებულ "იდეალურ ცოლს".

არსებობს უამრავი სტატია, რჩევები და სახვადასხვა ფუბლიკაციები, სადაც გვასწავლიან, თუ როგორ გავხდეთ იდეალური ცოლი. ჩემი აზრით ეს სისულელეა. იდეალური ადამიანი არ არსებობს, ასეთი ბუნებას არ შეუქმნია. ვერავინ ვერასოდეს ვერ შეგეწყობა შენ ისე, რომ ყველა შენს სურვილს თუ მოთხოვნას აკმაყოფილებდეს, მაშინ ის უკვე თავის თავსა და თავისუფლებას კარგავს. ან საერთოდ, რატომ სურთ კაცებს "იდეალური" ცოლი? ეს ხომ მოსაწყენიც კი არის. ჩემთვის იდეალურის ცნება ინდივუდუალურია და ის, რაც ჩემთვის ასეთია, სხვისთვის შეიძლება საერთოდ მიუღებელი და ამაზრზენიც კი იყოს. ამიტომ, ერთი არაჩვეულებრივი რჩევა მაქვს მათთვის, ვისაც იდეალური ცოლი უნდა ჰყავდეს სახლში: ჯერ თვითონ გახდნენ იდეალურები და შემდეგ მოსთხოვონ სხვას!

თუ ამ ყველაფეს გაითვალისწინებ, შენ იდეალური ცოლის სტატუსი გარანტირებული გაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ერთ დღეს არ მობეზრდები და სხვასთან არ წავა...

და რის ფასად უნდა გახდე იდეალური? შენს პირად სამყაროსა და ოცნებებზე უარის თქმით??

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG