Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: კაიაფა

დაკვირვებული მკითხველი უთუოდ შეამჩნევდა, რომ ქართული მეცნიერებისა და ისტორიოგრაფიის ყურადღების მიღმაა დარჩენილი ილია ჭავჭავაძის მრავალმხრივი მოღვაწეობის ერთი მნიშვნელოვანი მხარე – ცენზურული.


დიახ, ჩვენს მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით/რომლებიც, ვსარგებლობთ შემთხვევით და აქვე შემოგვაქვს სამეცნიერო მიმოქცევაში/ ირკვევა, რომ გაზეთ „ივერიაში„ ილია რედაქტორობასთან ერთად ითავსებდა ცენზორის თანამდებობასაც და ამ მხრივ მისი მკაცრი და მსახვრალი ხელი ხშირად უგემიათ ცნობილ ქართველ პოეტებსა და მწერლებს.


მაგალითად, რაფიელ ერისთავის ლექსში „სამშობლო ხევსურისა„/ამ, თავიდან უსათაურო ლექსის სათაურიც ილია ცენზორისიყო/, ავტორისეული სტრიქონი, „არ გავცვლი სალსა კლდეებსა ბარ–ველის ვენახებზედა„, ასე შეცვალა: „არ გავცვლი სალსა კლდეებსა სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!„


თითქოს არაფერი, სულ ერთი სიტყვა შეიცვალა, მაგრამ ხომ ვხედავთ, როგორი ბნელი რელიგიური ობსკურანტიზმით გაჟღენთილი სულ სხვა ჟღერადობა შეიძინა თავიდან პატრიოტულად ჩაფიქრებულმა/რომ არ შეიძლება ვენახის გაჩეხვა და განაჩეხდე საზამთროებისა და ნესვების დათესვა!/ ლექსმა.


ვაჟას ლექსის „არწივი„ თავდაპირველი ვარიანტი ასე გამოიყურებოდა:


არწივი ვნახე დაღლილი,
ყვავ–ყორნებს ემალებოდა,
ეწადა ოხერს დახოცვა,
მაგრამ ვეღარა ხოცავდა.
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
კარგ დროს ვერ გიგდეთ ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, გაფანტულს ველადა.


როგორც ვხედავთ, ამ საბავშვო ლექსით ავტორი ცდილობდა მოზარდი და მომავალი თაობა აღეზარდა ეკოლოგიურად, ტოლერანტულად, პაციფისტურად, სიკეთისა და სამართლიანობის საბოლოო გამარჯვებისა და ზეობის ოპტიმისტური რწმენით/აგრესორი, ოხერი არწივი დაღლილი და გაუბედურებული გადაშენდება და წაიღებს მარილს,ხოლო უდანაშაულო, უმწეო ყოვები შეურყვნელი ბუბმბული გააგრძელებენ ბედნიერ ცხოვრებას საკუთარ, თავისუფალ და დამოუკიდებელ, ბედნიერ ქვეყანაში!/!


ცენზურული ჩარევის შემდეგ კი ამ ჰუმანურმა და რომანტიკულმა ლექსმა ასეთი, აგრესიული, არაეკოლოგიური, არატოლერანტული და მიზანტროპული სახე მიიღო:

არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ–ყორნებს ეომებოდა.
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა.

ვაჰ, დედას, თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩამიგდეთ, ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, გაფანტულს ველადა.

როგორც ვხედავთ ცენზორმა ჭავჭავაძემ მარტივი არითმეტიკული ოპერაციით, ლექსის პერსონაჟთა გადაადგილებით ნაწარმოებს ავტორის მიზანდასახულობის საწინააღმდეგო სათქმელი და კრედო მიაწერა!

დიახ, რა მნიშვნელობა აქვს, აგრესორი, ომის გამჩაღებელი/„ხელში ჩამგდები„/ ვინ იქნება, არწივი თუ ყოვები?! შედეგი ხომ სულ ერთია?! – ბოროტებისა და უკეთურების ზეიმი! ეს სჭირდება კიდევ ჩვენს ახალგაზრდა თაობას?!

ცენზორ ჭავჭავაძის ამგვარი ჩარევები არც ყმაწვილ სოსელოს, სოსო ჯუღაშვილს ასცდა.

ჯერ ვიხილოთ მისი ლექსი:


დილა
ვარდოს დაეცხო მჭადები
და მოეპარა მზიასა,

ზაქროსაც გაჰღვიძებოდა
და შუბლს უშვერდა ნიავსა.
ტოროლა მაღლა ღრუბლებში
ალადასტურით თვრებოდა ,
ბულბულიც, არყით აღვსილი,
ნაზის ხმით ამას ამბობდა:
,,აჰყვავდი ტურფა მაგიდავ,
ილხინე, კამპანიაო,
ყმაწვილო, ტოლუმბაშობით
პროლეტარიატი გაახარეო.

იმდენად გათელი, გასაგები და მისაღებია ჩველაფერი, კომენტირებაც კი ზედმეტია!

ცენზორ ილიას ჩრევის შემდეგ ამ შესანიშნავმა, შეიძლება ითქვას, ლექსმა–აკდემიამ ამგვარი სახე მიიღო:


დილა
ვარდს გაეფურჩქნა კოკორი,
გადაჰხვეოდა იასა,
ზამბახსაც გაჰღვიძებოდა
და თავს უხრიდა ნიავსა.
ტოროლა მაღლა ღრუბლებში
წკრიალ-წკრიალით ჰგალობდა,
ბულბულიც, გრძნობით აღვსილი,
ნაზის ხმით ამას ამბობდა:
,,აჰყვავდი ტურფა ქვეყანავ,
ილხინე, ივერთ მხარეო,
და შენც, ქართველო, სწავლითა
სამშობლო გაახარეო.

გაიგეთ რამე?!


და რაც გაიგეთ, ეროტიკა/უშნოდ და უადგილოდ გადახვეული, ე.წ. კოკორი და ია/, კიდევ ეს სჭირდება დღეს მამულს, როდესაც საქსუალური ცხოვრების ასეთი აღვირასხვნილი შემოტევაა უზნეო და გაფუჭებული დასავლეთიდან?!

სხვათა შორის,მერე სოსელო სტალინი და მთლად ახალი იმპერიის უფროსი გახდა.

და რომ ეხვეწებოდნენ კარის მლიქვნელები ხშირად, თქვენი ახალგაზრდობისდროინდელი ლექსები წიგნად გამოვცეთო, საწყალი სტალინი თურმე ხელებს გაასავსავებდა და სიმწრით ამოიგმინებდა, ისინი რა გამოსაცემია, ის დამახინჯებულებიო.


ეს კიდევ რა არის, „გოგია უიშვილი„ რომ გამოქვეყნდა, გოგია უიშვილი მოსაკლავად დასდევდა საწყალ ეგნატეს, სად მნახა თავჩამოხრჩობილი მაგ უპატრონომ, რა მჭირდა, კაცო, მე თავის მოსაკლავი, მით უმეტეს, ჩამოსახრჩობი, რავა, ჩემს საყვარელ წავიას, ცოლსა და ბაღნებს ისე უპატრონოდ დავყრიდიო?!

თავის მხრივ, დევნილი ეგნატე რომ მიუვარდა, მხოლოდ მაშინ შეეშვა ილია ჭავჭავაძე ცენზორობას და ნაწარმოებებში ამგვარ უხეშ ჩარევებს...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG