Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განაცხადი, რომელიც ევროპაში სამოგზაუროდ დაგვჭირდება

ევროპარლამენტმა 25 ოქტომბერს მხარი დაუჭირა ევროკომისიის წინადადებას ევროკავშირის ქვეყნებში არაწევრი ქვეყნების მოქალაქეების შესვლა/გასვლის ახალი სისტემის შემოღების თაობაზე. როგორც წინადადების განმარტებაშია მითითებული, ახალი სისტემა გულისხმობს ევროკავშირის საზღვრების დაცვის გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს ტერორიზმთან ბრძოლასა და შესაძლო დანაშაულების შემცირებას. ანუ 2020 წლიდან სპეციალური განაცხადის შევსება მოუწევთ იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც უვიზო რეჟიმით სარგებლობენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სამოგზაუროდ, მათ შორის საქართველოსაც. განაცხადის ფორმა ჯერ არ არის ატვირთული ევროპის მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემის საიტზე, თუმცა იქ დეტალურად არის განმარტებული ის აუცილებელი პუნქტები, რომლებიც მოქალაქეებმა გამგზავრებამდე მინიმუმ 72 საათით ადრე უნდა შეავსონ. ევროპის მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ავტორიზაციის საფასური იქნება ხუთი ევრო და მისი მოქმედების ვადა 5 წელს გასტანს. საფასურისაგან თავისუფლდებიდან 18 წლამდე მოქალაქეები, თავად განაცხადის შევსება კი 10 წუთს მოითხოვს.

  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. 

This item is part of
XS
SM
MD
LG