Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განხეთქილების სააკაშვილი


მიხეილ სააკაშვილი, პეტრო პოროშენკო
მიხეილ სააკაშვილი, პეტრო პოროშენკო

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნების წინ განაცხადა, რომ მას მხარს უჭერს საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და პოლიციის პირადი შემადგენლობის უმრავლესობა. ამ სადავო განცხადებას არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა ბანაკში, არამედ მის მომხრეთა რიგებშიც გამოუჩნდნენ კრიტიკოსები, თუმცა მიხეილ სააკაშვილი ზედმეტად თავდაჯერებული რომ აღმოჩნდა, ამას მოწმობს ავღანეთში არსებულ ე.წ. სპეცუბნებზე, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მყოფი საქართველოს ჯარისკაცების მიერ გაკეთებული არჩევანი.

დაბრკოლების ზოლი
please wait

No media source currently available

0:00 1:00:00 0:00
გადმოწერა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ავღანეთის პირველ საარჩევნო უბანზე, ბაგრამზე - "ქართულმა ოცნებამ" მიიღო 564 ხმა, "ნაციონალურმა მოძრაობამ"- 232, "თავისუფალმა დემოკრატებმა" - 214, "რესპუბლიკელებმა" - 7. ამ უბანზე სულ 1471 ამომრჩეველი იყო და 1171-მა მიიღო მონაწილეობა. 27 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი. ჯამში ორივე ოლქში "ქართულმა ოცნებამ" მიიღო 614 ხმა და მოიგო ავღანეთში ჩატარებული არჩევნები. ავღანეთში საქართველოს საპარლამენტო არჩევნები სამი დღით ადრე, 5 ოქტომბერს ჩატარდა. საქართველოდან ავღანეთში გაემგზავრა სპეციალური ჯგუფი, რომელმაც ორი საარჩევნო უბანი მოაწყო.

ეს სტატისტიკა სტატისტიკად, მაგრამ საინტერესოა, თუ რატომ ერევა ერთი ქვეყნის რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენელი მეორე ქვეყნის შიდა საქმეებში და რატომ არ რეაგირებს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მისი დანიშნული მოხელის ასეთ განცხადებებზე?

ბაჩო ქორჩილავა
ბაჩო ქორჩილავა

მართალია თუ მხოლოდ ზოგიერთის სურვილია ინტერნეტში გავრცელებული ცნობები, თითქოს 8 ოქტომბერს პოროშენკომ დატუქსა სააკაშვილი და კატეგორიულად მოსთხოვა მას, რომ მიხედოს ოდესას. დაბოლოს, შევეცდებით გავარკვიო, თუ შედეგით დასრულდა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრა კიევში, უკრაინის დედაქალაქში, სადაც საქართველოს წინა ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი საქმიანობს.

გიორგი სიგუა
გიორგი სიგუა

„დაბრკოლების ზოლის“ დღევანდელი გამოშვებაში ჩვენს შეკითხვებს კიევიდან უპასუხებენ იქ მცხოვრები ქართველები, პოლიტოლოგი ბაჩო ქორჩილავა და უკრაინის საკრედიტო-საბანკო ასოციაციის მრჩეველი, ეკონომიკის დოქტორი გიორგი სიგუა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG