Accessibility links

გათავისუფლდება თუ არა თამბაქოს კვამლისგან შენობები?


გიორგი ბახტურიძე

საქართველოში თამბაქოს მოხმარება მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს და მასზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს - ასეთი შედეგი აჩვენა „თამბაქოს კონტროლის ალიანსისა“ და სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულმა გამოკვლევამ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტმა რესპონდენტმა, საქართველოს მასშტაბით.

გამოკითხულთა უმრავლესობა (90,6 %) საჯარო და კულტურულ დაწესებულებათა, ყველა სახის ოფისსა და საწარმოთა შენობებში მოწევის აკრძალვას მხარს უჭერს. აღსანიშნავია ისიც, რომ, გამოკვლევის ფარგლებში, საქართველოში პირველად ჩატარდა ფოკუს-ჯგუფები, რომლებშიც 7-დან 12 წლის ჩათვლით მოზარდებმა მიიღეს მონაწილეობა. გამოკვლევის ავტორები ამბობენ, რომ ბავშვები სიგარეტის რეკლამის მნიშვნელოვანი ზეგავლენის ქვეშ არიან, რაც მათ უყალიბებს შეხედულებას, რომ სიგარეტი ფართო მოხმარების პროდუქტია. ავტორთა მტკიცებით, ამ შეხედულების ჩამოყალიბებას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის, სატელევიზიო სერიალებში სიგარეტის აქტიური მოხმარების დემონსტრირება, გარშემო მყოფი ადამიანების უმრავლესობა თამბაქოს მომხმარებელია და სხვა.10-12 წლის მოზარდთა ასაკობრივ ჯგუფში გამოიკვეთა აშკარა ინტერესი თამბაქოს მიმართ. ჩვენი კოლეგა, ნინო თარხნიშვილი, „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელს გიორგი ბახტურიძეს ესაუბრა.

Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG