დღევანდელ გაზეთებში შუქდება ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატები.
“პოლიტიკაში ოლიგარქების ყოფნა არასდროს მთავრდება კარგად” - ერთ-ერთი ევროპარლამენტარის გამოსვლიდან ფრაზა აქვს გამოყენებული “24 საათს” სათაურად. გაზეთისთვის საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრს დავით დარჩიაშვილს განუცხადებია: “მათთვის შეშფოთების საგანია “პარტიების დაფინანსების შესახებ” კანონის შეუსრულებლობა. დებატებზე ცალსახად დააფიქსირეს, რომ საქართველოში, წინასაარჩევნო პროცესში ჩართულია პოლიტიკური გაერთიანება, რომლის მიზანია ამომრჩევლის მოსყიდვა და ამით ქვეყნის წინსვლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება”.
ამავე დებატებზე “ქართული ოცნების” წარმომადგენელი გიორგი ვოლსკი “რეზონანსს” ესაუბრა: “სასაუბრო თემებში რაღაც-რაღაცები მენიშნა, რადგან ზუსტად იმეორებს იმ პროპაგანდას, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია. კერძოდ, წავიკითხე იმის თაობაზე, რომ ევროპის “სახალხო პარტიის” პრეზიდენტი წერს, ივანიშვილი მაცივრებით და სარეცხი მანქანებით ცდილობს ამომრჩევლის მოსყიდვასო. სარეცხ მანქანებს რომ არ არიგებს “ქართული ოცნება”, ეს იცის მთელმა მსოფლიომ. მე მგონი, თეთრ სახლამდეც ჩავიდა ეს ინფორმაცია”.
ევროპარლამენტში გამართული დებატების შესახებ “ქართული ოცნების” კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ზვიად ძიძიგურმა, “ახალ თაობას” განუცხადა: “მე არ ვუსურვებდი, ისეთი დემოკრატია გქონოდეთ თქვენს ქვეყნებში, როგორიც ჩვენს ქვეყანაშია-მეთქი. წყევლა არ მინდა დავიწყო, მაგრამ ამის სურვილი ნამდვილად მიჩნდება, რომ ეს აზრი მივაწოდო”.
სამთავრობო ცვლილებები კვლავ რჩება პრესის მთავარ თემად. “ვერსიაში” “ახალი მემარჯვენეების” ლიდერ დავით გამყრელიძესთან ინტერვიუ ქვეყნდება: “ვაიძულებ ვანო მერაბიშვილს, არა მარტო ისაუბროს ამ პრობლემაზე, ებრძოლოს კიდეც მონოპოლიებს. პირობას გაძლევთ, ამას თუ არ გააკეთებს, არჩევნებზე იწვნევს მწარედ”.
“ვერსიაშივე” ეკა ბესელიასთან ინტერვიუში წაიკითხავთ: “ახალაიას ახალი პოსტი პირდაპირ უკავშირდება არჩევნებს სამეგრელოში. ამავდროულად, ის ერთადერთი მინისტრია, ვისზეც დასავლეთი ღიად აცხადებს, რომ საეჭვო რეპუტაციის ადამიანია”.
“თუ მილიარდების დახარჯვა, ქართული სოფლის აყვავება და უმუშევრობის “დამარცხება” გინდოდათ, აქამდე სად იყავით?! რასაც ამ თითქმის ცხრა წელიწადში შეპირებული იყავით, განა რომელიმე დაპირება შეუსრულეთ ხალხს?!” – ეს ნაწყვეტია “საქართველოს რესპუბლიკის” პირველ გვერდზე გამოქვეყნებული წერილიდან.
“რეზონანსი” წერს, რომ “აფხაზები ქართველ მშენებლებს მონებივით უფასოდ ამუშავებენ”. გაზეთი აზუსტებს, რომ ლაპარაკია გალის რაიონის საზღვრისპირა სოფლის ოცდაათ მკვიდრზე, რომელიც გუდაუთაში სკოლის მშენებლობაზე ამუშავეს უფასოდ. ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი “რეზონანსს” უყვება: “ერთი თვე ვიმუშავეთ და თანხის გადახდის დრო რომ მოვიდა, პროვოკაციაზე წამოვიდნენ. დაგვაშინეს, რომ გუდაუთაში უნებართვოდ ვიმყოფებოდით და ტყვეებად აგვიყვანდნენ. ამიტომ თანხის მოთხოვნაზე სიტყვა არ დაგვცდენია, უკან მოუხედავად გამოვიქეცით”.
“რეზონანსში” დღეს ოლიმპიურ ჩემპიონ, “ქართული ოცნების” წევრ ზურაბ ზვიადაურთან ინტერვიუ ქვეყნდება. მკითხველი შეიტყობს, რომ ახმეტაში ზურაბ ზვიადაურის სახელობის დარბაზს სახელი შეუცვალეს. ყურადღებას იქცევს ზურაბ ზვიადაურთან ინტერვიუს სათაური: “ჯარჯი ჩემი ბიძაშვილი აღარაა!”. ინტერვიუს ბოლოს ჟურნალისტი ზვიადაურს ეკითხებ: “შენი ბიძაშვილი ჯარჯი ზვიადაური კვლავ აქტიურ სპორტშია. მასზეც ხომ არ არის ზეწოლა?“ ზურაბ ზვიადაური პასუხობს: “ჩემს ბიძაშვილზე ნურაფერს შემეკითხებით. თქვენი გაზეთის მეშვეობით ვამბობ, რომ ის ჩემი ბიძაშვილი აღარაა და ჯარჯი ზვიადაურზე აღარავინ აღარაფერი მკითხოს. ის ჩემთვის მკვდარია”.